|
2016-10-08 11:04:03, 625 ნახვა
პოლიტიკა
სუბარი: ხმა მივეცი ძლიერ გუნდს, რომელიც აბსოლუტური უმრავლესობით მოდის პარლამენტში
ოკუპირებული ტერიტორიებიდან იძულებით გადაადგილებულ პირთა, ლტოლვილთა და განსახლების მინისტრმა სოზარ სუბარმა საკუთარი არჩევანი საბურთალოს მე-5 ოლქის 12-ე საარჩევნო უბანზე გააკეთა. მინისტრმა არჩევნების მნიშვნელობაზე ისაუბრა და ამომრჩევლებს აქტიურობისკენ მოუწოდა. „მე ბუნებრივია ხმა მივეცი „ქართულ ოცნებას” და მის ძალიან ძლიერ, პროფესიონალ და ძალიან გამოცდილ კანდიდატს ნინო გოგუაძეს. ეს ნიშნავს, რომ ხმა მივეცი პროფესიონალთა ძლიერ გუნდს, რომელიც აბსოლუტური უმრავლესობით მოდის პარლამენტში, ხმა მივეცი ადამიანის უფლებების დაცვას და ისეთი სახელმწიფოს აშენებას, რომელშიც ადამიანის უფლებები და მისი ინტერესები იქნება პრიორიტეტი ყოველთვის. ეს ნიშნავს, რომ ხმა მივეცი სწრაფ განვითარებას და ეს ნიშნავს, რომ ხმა მივეცი სიმშვიდეს, სიწყნარეს, სტაბილურობას, მეზობლებთან ურთიერთობის დალაგებას. მინდა მოვუწოდო საქართველოს ყველა მოქალაქეს, რომელსაც ჯერ კიდევ არ აქვს გადაწყვეტილი, აუცილებლად მივიდნენ არჩევნებზე შემოხაზონ ნებისმიერი პარტია იმ ერთი პარტიის გარდა, რომელიც ძალადობდა, სისხლს და სიკვდილს თესავდა საქართველოში და კიდევ ასეთი ძალადობით ფიქრობს რომ რაღაცას მიაღწევს. ცხადია, მათი დღეები არის წასული, სულ რაღაც 12 საათშიც გამოჩნდება, მაგრამ ამისთვის მოქალაქეების აქტიურობა არის აუცილებელი”, - განაცხადა სოზარ სუბარმა.
(NS)
დევდორაკის ხეობაში მეწყერის საფრთხის დონე მოხსნილია, მუშაობა განაახლა გამშვებმა პუნქტმა დარიალმა
25 სექტემბრის მდგომარეობით, კახეთში გადამუშავებულია 60 ათასი ტონა ყურძენი
ყაზბეგის საბაჟომ მუშაობა განაახლა
საქართველოს ბანკის მომხმარებლებს Western Union-ის გზავნილებზე 50%-იანი ფასდაკლებით სარგებლობა შეუძლიათ
|
რედაქტორის რჩევით
აგვისტოში, საარსებო შემწეობის მიმღებთა რიცხვი კიდევ 6500-ით შემცირდა,- რეჟიმი ხალხს შემწეობას აღარ უხდის
როგორ ემსახურება კრემლს ივანიშვილი და მისი მარიონეტები, პატიმრების რუსეთში ექსტრადირების განახლებით
ომი უკრაინაში
კიევზე რუსეთის საჰაერო დარტყმების შედეგად ორი ადამიანი დაიღუპა და რვა დაშავდა
ზაპოროჟიეში დამპყრობლებმა სავაჭრო ცენტრებსა და მაღალსართულიან შენობებს შეუტიეს, 5 ადამიანი დაშავდა
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
აგვისტოში, საარსებო შემწეობის მიმღებთა რიცხვი კიდევ 6500-ით შემცირდა,- რეჟიმი ხალხს შემწეობას აღარ უხდის
მთავარი თემა
|


ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან



epn.ge (@expressnews.ge)