|
2016-10-07 21:22:41, 1962 ნახვა
სამართალი
შს მინისტრის მოადგილე: გივი თარგამაძის ავტომობილის აფეთქების საქმე გახსნილია
შინაგან საქმეთა მინისტრის მოადგილის, ბესიკ ამირანაშვილის ინფორმაციით, დეპუტატ გივი თარგამაძის ავტომობილის აფეთქების საქმე გახნილია. „შეგვიძლია ვთქვათ, რომ პარლამენტარ გივი თარგამაძის ავტომობილის აფეთქების ფაქტი გახსნილია. სამი დღის განმავლობაში, თითქმის უწყვეტ რეჟიმში, შინაგან საქმეთა სამინისტროს, სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის და პროკურატურის თანამშრომლების მიერ ხორციელდებოდა კომპლექსური, საგამოძიებო და ოპერატიული ღონისძიებები, რის შედეგადაც დადგენილია დანაშაულში მონაწილე სავარაუდო პირი. ამჟამად მიმდინარეობს დამატებითი საგამოძიებო მოქმედებები საქმეზე დამატებითი მტკიცებულებების მოპოვების მიზნით“, - განუცხადა შს მინისტრის მოადგილემ ტელეკომპანია „იმედს“. მისივე თქმით, ამ ეტაპზე გლდანში, ერთ-ერთ საცხოვრებელ კორპუსში ბინის ჩხრეკა მიმდინარეობს. ცნობისთვის, გლდანის ერთ-ერთ მიკრორაიონში სპეცოპერაცია ტარდება. „იმედის“ ინფორმაციით, სამართალდამცავები სავარაუდოდ, ერთ-ერთ პირს აკავებენ, რომელიც დეპუტატ გივი თარგამაძის მანქანის აფეთქებაში ფიგურირებდა. სავარაუდოდ, აღნიშნული პიროვნება დავით ხეჩუაშვილია, რომელიც ტელეკომპანიის ცნობით, სპეციალური ოპერატიული სამსახურის ყოფილი თანამშრომელია. ადგილზე კრიმინალური პოლიციის, შინაგან საქმეთა სამინისტროსა და პროკურატურის თანამშრომლები იმყოფებიან.
|
რედაქტორის რჩევით
როგორ ემსახურება კრემლს ივანიშვილი და მისი მარიონეტები, პატიმრების რუსეთში ექსტრადირების განახლებით
რა კავშირები აქვს სომეხ ბიზნესმენს რუსეთთან რომელმაც ბილტმორი და ტერაბანკი იყიდა
ომი უკრაინაში
ზელენსკიმ განაცხადა, რომ რუსეთმა ბოლო კვირის განმავლობაში ორჯერ სცადა მისი თვითმფრინავის ჩამოგდება
ზელენსკი თანახმაა არ დაარტყას რუსეთის ენერგეტიკას, თუ რუსეთი შეწყვეტს უკრაინის ენერგეტიკულ ობიექტებზე, საწყობებსა და პორტებზე თავდასხმას
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
როგორ ემსახურება კრემლს ივანიშვილი და მისი მარიონეტები, პატიმრების რუსეთში ექსტრადირების განახლებით
მთავარი თემა
|


ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან



epn.ge (@expressnews.ge)