|
2016-10-07 19:21:58, 651 ნახვა
პოლიტიკა
კობახიძე: ოთხი წლის განმავლობაში „ოცნებას“ ჰქონდა ძალიან ბევრი მიღწევა განვითარების ყველა მიმართლებით
ოთხი წლის განმავლობაში „ქართულ ოცნებას“ ჰქონდა ძალიან ბევრი მიღწევა სახელმწიფოებრივი განვითარების ყველა მიმართლებით, -ამის შესახებ „ქართული ოცნება-დემოკრატიული საქართველოს“ აღმასრულებელმა მდივანმა ირაკლი კობახიძემ განაცხადა. მისივე თქმით, „ქართული ოცნების“ პროგრამა შეიცავს ოთხი წლის განმავლობაში მიღწეული შედეგების დეტალურ აღწერას. „ეს არის დემოკრატიული, ეკონომიკური, სოციალური განვითარება, საგარეო პოლიტიკა, უსაფრთხოება. დემოკრატიულ განვითარების კუთხით, ოპონენტებიც კი ვერ გვედავებიან, რომ ცვლილება არის ნამდვილად რადიკალური და ფუნდამენტური. ადამიანის უფლებებს რაც შეეხება, გვაქვს აბსოლუტურად ყველა მიმართულებით რადიკალური სხვაობა 2012 წლამდე არსებულ მდგომარობასთან შედარებით. რადიკალურად შეცვლილია სისხლის სამართლის პოლიტიკა. რადიკალურად გაუმჯობესდა ვითარება სასჯელაღსრულების სისტემაში. გამოხატვის თავისუფლება, მედია პლურალიზმი, საკუთრების უფლების დაცვა, - ეს ყველაფერი არის დღესავით ნათელი. თითოეულ ამ სფეროში გვაქვს ფუნდამენტური ცვლილებები“,-აღნიშნა ირაკლი კობახიძემ. „ქართული ოცნების“ აღმასრულებელი მდივანი შეეხო მმართველობის სისტემის საკითხებსაც. „ჩვენი მმართველობის პირობებში ჩამოყალიბდა ხელისუფლების დანაწილების ნამდვილი სისტემა და ეს მიუხედავად იმისა, რომ ამ ოთხი წლის განმავლობაში ობიექტურ მიზეზთა გამო ვერ მოხერხდა კონსტიტუციაში ცვლილებების შეტანა. საჯარო სამსახურში გვაქვს ფუნდამენტური პროგრესი“,-განცხადა ირაკლი კობახიძემ. რაც შეეხება ეკონომიკურ განვითარებას, როგორც პარტიის აღმასრულებელმა მდივანმა განაცხადა, სტატისტიკური მონაცემები მეტყველებს, რომ ეკონომიკური განვითარების კუთხითაც გვაქვს ფუნდამენტური გაუმჯობესება. „სხვადასხვა სფეროზე შეგვიძლია ვისაუბროთ, მათ შორის ბიზნეს გარემოზე, მაკროეკონომიკურ ვითარებაზე. მიუხედავად იმისა, რომ უამრავი პრობლემა რჩება, გამომდინარე იმ რეგიონული კონტექსტიდან, რომელიც არის ჩამოყალიბებული ეკონომიკური კუთხით, ჩვენმა ქვეყანამ განიცადა ძალიან მნიშვნელოვანი წინსვლა ეკონომიკური განვითარების მიმართულებით. სოციალური პოლიტიკა კი, არის ის, რაც გამოარჩევს „ქართული ოცნების“ ხელისუფლებას. აქაც გვაქვს ფუნდამენტური პროგრესი, გავიხსენებ ჩვენს ძირითად მიღწევებს, როგორიც არის მაგალითად საყოველთაო ჯანდაცვის პროგრამა, რომლითაც ორი მილიონ ორასი ათასზე მეტმა ადამიანმა უკვე ისარგებლა. ამ პროგრამის საშუალებით უამრავი ადამიანის სიცოცხლე გადარჩა. აღარაფერს ვამბობ მიზნობრივ პროგრამებზე, სოლიდარობის ფონდზე და სხვა“,-განაცხადა კობახიძემ.
SpaceX-ის, Apple-ისა და Nvidia-ს ხელმძღვანელები ტრამპსა და სი ძინპინს ვახშამზე შეუერთდნენ
პოლიციამ მკვლელობის მომზადებისა და ე.წ ქურდული სამყაროს წევრობის ბრალდებით 3 პირი დააკავა, ხოლო ე.წ კანონიერ ქურდს ბრალი დაუსწრებლად წარედგინება
თიბისი ბათუმში ბრიტანული დღეების პარტნიორია
თეონა აქუბარდია - გაეროში კობახიძის გამოსვლა აჩვენებს, რომ საგარეო-პოლიტიკურ ენაში ევროინტეგრაცია და ოკუპაციის დასრულების დღის წესრიგი უკანა პლანზე გადადის
|
რედაქტორის რჩევით
აგვისტოში, საარსებო შემწეობის მიმღებთა რიცხვი კიდევ 6500-ით შემცირდა,- რეჟიმი ხალხს შემწეობას აღარ უხდის
როგორ ემსახურება კრემლს ივანიშვილი და მისი მარიონეტები, პატიმრების რუსეთში ექსტრადირების განახლებით
ომი უკრაინაში
კიევზე რუსეთის საჰაერო დარტყმების შედეგად ორი ადამიანი დაიღუპა და რვა დაშავდა
ზაპოროჟიეში დამპყრობლებმა სავაჭრო ცენტრებსა და მაღალსართულიან შენობებს შეუტიეს, 5 ადამიანი დაშავდა
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
აგვისტოში, საარსებო შემწეობის მიმღებთა რიცხვი კიდევ 6500-ით შემცირდა,- რეჟიმი ხალხს შემწეობას აღარ უხდის
მთავარი თემა
|


ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან



epn.ge (@expressnews.ge)