11:37 - 25 Sep, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2016-10-07 15:34:30, 609 ნახვა

პოლიტიკა
თემურ ხუბულური ოკუპირებული ცხინვალის მოსაზღვრე სოფელ ქვეშის მცხოვრებლებს შეხვდა

„ქართული ოცნება -დემოკრატიული საქართველოს” გორის რაიონის მაჟორიტარი დეპუტატობის კანდიდატმა თემურ ხუბულურმა წინასაარჩევნო შეხვედრები ოკუპირებული ცხინვალის მოსაზღვრე სოფელ ქვეშის მცხოვრებლებთან შეხვედრით დაასრულა.

 “ჩვენს რაიონში აღარ იქნება ინფრასტრუქტურული, სოციალური პრობლემები. სახელმწიფო პროგრამის ფარგლებში იგეგმება დარჩენილი სოფლების გაზიფიცირება და გამრიცხველიანება“,-აღნიშნა ხუბულურმა ამომრჩევლებთან შეხვედრაზე.

მისივე თქმით, მომდევნო 4 წლის განმავლობაში თითოეულ სოფელს სწრაფი ინტერნეტი მიეწოდება, მცირემიწიანი ფერმერებისთვის ამოქმედდება საყოველთაო აგროდაზღვევის პროექტი, აღარ დარჩება დაუზღვეველი მოსავალი, რაც მოსახლეობას მნიშვნელოვან ზარალს ააცილებს.

(NS) 





ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან


სოციალური ქსელები
SpaceX-ის, Apple-ისა და Nvidia-ს ხელმძღვანელები ტრამპსა და სი ძინპინს ვახშამზე შეუერთდნენ
პოლიციამ მკვლელობის მომზადებისა და ე.წ ქურდული სამყაროს წევრობის ბრალდებით 3 პირი დააკავა, ხოლო ე.წ კანონიერ ქურდს ბრალი დაუსწრებლად წარედგინება
თიბისი ბათუმში ბრიტანული დღეების პარტნიორია
თეონა აქუბარდია - გაეროში კობახიძის გამოსვლა აჩვენებს, რომ საგარეო-პოლიტიკურ ენაში ევროინტეგრაცია და ოკუპაციის დასრულების დღის წესრიგი უკანა პლანზე გადადის
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics