11:25 - 10 Jun, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2016-10-07 13:39:30, 650 ნახვა

საზოგადოება
კავკასიის სამართლის სკოლაში პროექტის „გახდი სასამართლოს მეგობარი“ პრეზენტაცია გაიმართა

 „სამოქალაქო ჩართულობის ცენტრის“ წარმომადგენლებმა კავკასიის სამართლის სკოლის, იურიდიული ფაკულტეტის სტუდენტებს პროექტის „გახდი სასამართლოს მეგობარი“ პრეზენტაცია წარუდგინეს. 

ორგანიზაციის წარმომადგენლებმა სტუდენტებს პროექტის მიზნიბი, აქტივობები და განხორციელების გეგმა გააცნეს.

პროექტის აქტივობები შემდეგნაირია: 

•           პროექტის მსურველთა აპლიკაციების მიღება - ბოლო ვადა 30 ოქტომბერი; 

•           ჟიურის მიერ აპლიკაციების გადარჩევა და 20 მონაწილის შერჩევა - 1-10 ნოემბერი; 

•           სასამართლოს მეგობრის ინსტიტუტის შესახებ ტრენინგი თბილისის საქალაქო სასამრთლოში (მოსამართლე - ალექსანდრე იაშვილი) – 12-13 ნოემბერი; 

•           სადისკუსიო კლუბის შეხვედრა, საქართველოს და საერთაშორისო პრაქტიკის გაცნობა (საქართველოს სახალხო დამცველის აპარატი და მართლმსაჯულების გაძლიერებისა და სამართლებრივი განათლების ცენტრი) – 14 ან 15 ნოემბერი; 

•           პრაქტიკული დავალებები / კონკურის -  ქეისების მიხედვით სასამართლოს მეგობრის მოსაზრებების მომზადება  და ჟიურის მიერ გამარჯვებულების გამოვლენა  - 15 ნოემბერი - 20 დეკემბერი; 

•           პროექტის 2 გამარჯვებულის მიერ თბილისის საქალაქო სასამართლოს სისხლის სამართლის კოლეგიაში მიმდინარე 10 საქმეზე სასამართლოს მეგობრის მოსაზრებების მომზადება და სასამართლოსთვის წარდგენა - 2017 წლის იანვარი - ივნისი (თითოეული სასამართლოს მეგობრის პოზიციისთვის ჰონორარირ 100$-ის ექვივალენტი ლარში);

•           პროექტის დახურვა - 2017 წლის ივლისი;

პროექტი დაფინანსებულია ფონდ ღია საზოგადოება საქართველოს მიერ. 

პროექტის პარტნიორები: მართლმსაჯულების გაძლირებისა და სასამართლებრივი განათლების ცენტრი, საქართველოს ახალხო დამცველის აპარატი, თბილისის საქალაქო სასამართლო.

პროექტის მედია მხარდამჭერები: საინფორმაციო სააგენტო „პირველი“, საინფორმაციო სააგენტო „ლიბერალი“ და ანალიტიკური/საინფორმაციო სააგენტო „მედია კლუბი“. 

დამატებითი ინფორმაციისთვის შეგიძლიათ დაუკავშირდეთ „სამოქალაქო ჩართულობის ცენტრს“:

ელ. ფოსტა: civilinvolvement@gmail.com  

ტელ:  597 79 73 11 – ლაშა გიორგაძე
           577 05 61 17 - შოთა როსტომაშვილი

იხ. აპლიკაციის ფორმა  https://docs.google.com/forms/d/e/1FAIpQLSc90MozKi19js-fxOxeivlNk4lq5rashW2lnP_pi-jL1MPr6g/viewform

 

(NS)





ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან


სოციალური ქსელები
საქართველოს ბანკის და კომაროვის ყველაზე მასშტაბური STEM ოლიმპიადის გამარჯვებული ცნობილია
სი ძინპინმა განაცხადა, რომ ჩინეთ-ჩრდილოეთ კორეის ურთიერთობები ახალ ისტორიულ ეტაპზე შევიდა
AI განათლება მომავლის შესაძლებლობებისთვის: თიბისისა და GAIA-ს ერთობლივი ინიციატივები
სტუდიო ლიბერთი Global Tech Weekend Tbilisi 2026-ის მთავარი პარტნიორია
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics