|
2016-10-06 19:26:42, 1645 ნახვა
სამართალი
სუს-ში "თავისუფალი ზონის" ერთ-ერთი წევრის დაკითხვა დასრულდა
სუს-ში "თავისუფალი ზონის" წევრის ვაჟა მორგოშიას დაკითხვა დასრულდა. როგორც ვაჟა მორგოშიამ დაკითხვის შემდეგ ჟურნალისტებს განუცხადა, დეტალებზე, რაზეც გამოძიებას ინფორმაცია მიაწოდა, ვერ ისაუბრებს. "ჩვენების შესახებ ვერ ვისაუბრებ, რადგან ხელწრილი ჩამომართვეს და დეტალებს ვერ გეტყვით. მე ვარ დავით კირკიტაძის შტაბის წევრი და საკმაოდ აქტიურად ვარ ჩართული საარჩევნო კამპანიაში. შესაბამისად ვერ ვახერხებდი მოსვლას, ამის შესახებ ოთხ ოქტომბერს წერილი უნდა ჩამებარებინა სუს-ში, მაგრამ კანცლარიამ არ ჩაიბარა. მიხეილ სააკაშვილს არასდროს შევხედრილვარ და არც უკრაინაში ვარ ნამყოფი, არანაირ დესტაბილიზაციას "თავისუფალი ზონა" არ გეგმავს", - განაცხადა მორგოშიამ. ცნობისთვის, სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურში დაკითხვაზე რჩებიან "თავისუფალი ზონის" წევრი მარიამ ბაშარული და ჩიორა თაქთაქიშვილის მეუღლე ილია ნიკოლაიშვილი.
|
რედაქტორის რჩევით
როგორ ემსახურება კრემლს ივანიშვილი და მისი მარიონეტები, პატიმრების რუსეთში ექსტრადირების განახლებით
რა კავშირები აქვს სომეხ ბიზნესმენს რუსეთთან რომელმაც ბილტმორი და ტერაბანკი იყიდა
ომი უკრაინაში
ზელენსკიმ განაცხადა, რომ რუსეთმა ბოლო კვირის განმავლობაში ორჯერ სცადა მისი თვითმფრინავის ჩამოგდება
ზელენსკი თანახმაა არ დაარტყას რუსეთის ენერგეტიკას, თუ რუსეთი შეწყვეტს უკრაინის ენერგეტიკულ ობიექტებზე, საწყობებსა და პორტებზე თავდასხმას
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
როგორ ემსახურება კრემლს ივანიშვილი და მისი მარიონეტები, პატიმრების რუსეთში ექსტრადირების განახლებით
მთავარი თემა
|


ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან



epn.ge (@expressnews.ge)