23:29 - 12 Jun, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2016-10-06 11:39:51, 766 ნახვა

პოლიტიკა
იანოშ ჰერმანი: წინასაარჩევნო გარემოს შეფასება ნაადრევია

ევროკავშირის ელჩის საქართველოში იანოშ ჰერმანის განცხადებით, წინასაარჩევნო გარემოს შეფასება ნაადრევია.

ამის შესახებ ჰერმანმა ჟურნალისტის კითხვის საპასუხოდ განაცხადა, რომელიც 2012 წელთან შედარებით, 2016 წლის წინასაარჩევნო გარემოს შეფასებას ეხებოდა.

როგორც ჰერმანმა აღნიშნა, საერთაშორისო და ადგილობრივი დამკვირვებლების დასკვნას ყველანი ერთად უნდა დაელოდონ.

ელჩმა იმედი გამოთქვა, რომ ის პრინციპები, რომელიც საქართველოსა და ევროკავშირს შორის შეთანხმდა, ბოლომდე დაცული იქნება.

„ჩვენ მხოლოდ რამდენიმე დღე გვაცილებს არჩევნებს. ჩამოსულები არიან საერთაშორისო დამკვირვებლები, ამიტომ ცოტა წინასწარი იქნებოდა შეფასების გაკეთება ამ ეტაპზე. ყველა ერთად უნდა დაველოდოთ საერთაშორისო და ადგილობრივი დამკვირვებლების შეფასებებს. იმედი მაქვს, ის პრინციპები, რომელიც შეთანახმდა საქართველოსა და ევროკავშირს შორის, ბოლომდე დაცული იქნება“, - განაცხადა იანოშ ჰერმანმა.





ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან


სოციალური ქსელები
პაპუაშვილი - პარლამენტში პარტია „საქართველოსთვის“ სახელით მყოფი ხალხი უნდა მიხვდეს, რომ გაქცეული გახარია ამათ დასცინის
ბენზინის დეფიციტის გამო, რუსეთი თვითმფრინავებისთვის საწვავის პრობლემებია
ორწლიანი პაუზის შემდეგ თელ-ავივში მასშტაბური გეი აღლუმი გაიმართა
ხოშტარია: ვმუშაობდი და გავაგრძელებ მუშაობას „მოღალატე რუსების“ წინააღმდეგ სანქციებზე
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics