10:28 - 25 Sep, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2016-10-05 19:59:35, 786 ნახვა

პოლიტიკა
თენგიზ ფხალაძე საქართველოს ვიზალიბერალიზაციის პროცესთან დაკავშირებით ევროკავშირის საბჭოს დღევანდელ გადაწყვეტილებას აფასებს

საქართველოს პრეზიდენტის საგარეო ურთიერთობათა მდივანი თენგიზ ფხალაძე ვიზალიბერალიზაციის პროცესთან დაკავშირებით ევროკავშირის საბჭოს დღევანდელ გადაწყვეტილებას ერთ-ერთ მნიშვნელოვან ეტაპს უწოდებს.

ფხალაძის განცხადებით, ევროკავშირის ელჩების დონეზე მიღებული გადაწყვეტილება საშუალებას აძლევს ევროკავშირის საბჭოს დაიწყოს პარლამენტთან შეთანხმების პროცესი, რათა საბოლოოდ დაფიქსირდეს შენგენის ხელშეკრულებაში ის ცვლილება, რომელიც შენგენის ზონაში საქართველოს მოქალაქეებისათვის მოკლევადიანი ვიზების გარეშე გადაადგილებას ითვალისწინებს.  

„ეს ძალიან მნიშვნელოვანი ნაბიჯია და იმედი მაქვს, რომ დარჩენილი პროცედურებიც, რომელიც უახლოეს პერიოდში უნდა გაიმართოს, ასევე წარმატებით იქნება გავლილი",  - განაცხადა თენგიზ ფხალაძე.

(NS)





ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან


სოციალური ქსელები
CNN: დიმიტრიევმა ნიუ-იორკში ვიტკოფთან და კუშნერთან მოლაპარაკებები გამართა
კობახიძე Kordz-ის კონცერტის გაუქმებაზე -ლიბერალური ფაშიზმის წამახალისებელი აქტი
კობახიძე - - მართლა ერთგვარი სექტის სახე მიიღო იმ დაჯგუფებამ, რომელიც ყოველდღიურ რეჟიმში 20, 50, ხან მაქსიმუმ 150 კაცით აწყობს ხოლმე აქციებს
ლარსზე, რუსეთსა და საქართველოს შორის მიმოსვლა უსაფრთხოების განგაშის გამო დროებით შეჩერდა
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics