|
2016-10-05 14:42:38, 1672 ნახვა
სამართალი
გვენეტაძე ჩანაწერებზე: გამოძიება მიმდინარეობს და დაველოდოთ შედეგებს
ჩვენი მთავარი საზრუნავი ამ ეტაპზე სასამართლო სისტემის დამოუკიდებლობისა და კონკრეტული ინდივიდუალური მოსამართლეების დამოუკიდებლობის უზრუნველყოფა და მათი დაცვაა ყოველგვარი ზეგავლენისგან, უარყოფითი პოზიციისგან; იმისთვის, რომ დაცული იყოს მართლმსაჯულების პროცესი, - ამის შესახებ იუსტიციის უმაღლესი საბჭოს თავმჯდომარემ, ნინო გვენეტაძემ ჟურნალისტებს განუცხადა. როგორც გვენეტაძემ აღნიშნა, იუსტიციის უმაღლეს საბჭოს სხვა საკითხებთან დაკავშირებით არ უმსჯელია და ამ ეტაპზე საბჭო თავს იკავებს რაიმე განცხადების გაკეთებისგან. "გამოძიება დაწყებულია და დაველოდებით მის შედეგებს", - განაცხადა საბჭოს თავმჯდომარემ. ჟურნალისტების კითხვაზე, ფარული აუდიოჩანაწერის მოსმენის შემდეგ ნახა, თუ არა ჩანაწერში დანაშაულის ნიშნები, ნინო გვენეტაძემ განაცხადა, რომ ამ შეკითხვას არ უპასუხებს. "ასეთ შეკითხვებს პასუხს არ გავცემ. ამას კომპეტენტური ორგანოები დაადგენენ",- აღნიშნა გვენეტაძემ. შეგახსენებთ, რომ იუსტიციის უმაღლეს საბჭოში სხდომა მიმდინარეობს, რომელზეც "რუსთავი 2"-ის გენერალური დირექტორის ნიკა გვარამიასა და საქალაქო სასამართლოს ყოფილი თავმჯდომარის მამუკა ახვლედიანის გავრცელებულ აუდიო ჩანაწერებზე იმსჯელეს.
|
რედაქტორის რჩევით
როგორ ემსახურება კრემლს ივანიშვილი და მისი მარიონეტები, პატიმრების რუსეთში ექსტრადირების განახლებით
რა კავშირები აქვს სომეხ ბიზნესმენს რუსეთთან რომელმაც ბილტმორი და ტერაბანკი იყიდა
ომი უკრაინაში
ზელენსკიმ განაცხადა, რომ რუსეთმა ბოლო კვირის განმავლობაში ორჯერ სცადა მისი თვითმფრინავის ჩამოგდება
ზელენსკი თანახმაა არ დაარტყას რუსეთის ენერგეტიკას, თუ რუსეთი შეწყვეტს უკრაინის ენერგეტიკულ ობიექტებზე, საწყობებსა და პორტებზე თავდასხმას
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
როგორ ემსახურება კრემლს ივანიშვილი და მისი მარიონეტები, პატიმრების რუსეთში ექსტრადირების განახლებით
მთავარი თემა
|


ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან



epn.ge (@expressnews.ge)