|
2016-10-05 14:33:04, 809 ნახვა
პოლიტიკა
გიორგი მარგველაშვილი: ეს არის კრიმინალების ბრძოლა საზოგადოების წინააღმდეგ
საქართველოს პრეზიდენტი გიორგი მარგველაშვილი დეპუტატ გივი თარგამაძის მანქანის აფეთქების ფაქტს ტერაქტად აფასებს და პოლიტიკოსებს, სამართალდამცავებს და საზოგადოებას მიმართავს. პრეზიდენტი მოუწოდებს პოლიტიკოსებს საკუთარ რიგებში მყოფი კრინინალური ელემენტების ლოკალიზაცია მოახდინონ და აცხადებს, რომ ეს არის კრიმინალების ბრძოლა საზოგადოების წინააღმდეგ. გიორგი მარგველაშვილი იმედს გამოთქვამს, რომ დეპუტატის მანქანის აფეთქების შედეგად დაზარალებული უდანაშაულო ადამიანები უახლოეს მომავალში გამოჯანმრთელდებიან. „ეს არის კრიმინალის ბრძოლა საზოგადოების წინააღმდეგ, კრიმინალის ბრძოლა პოლიტიკოსების წინააღმდეგ, ეს არის კრიმინალის შეტევა ნორმალურ, პოლიტიკურ, დემოკრატიულ პროცესზე. მე მინდა მივმართო პოლიტიკურ ძალებს, თუმცა არ ვიცი რამდენად სერიოზულად იაზრებენ ისინი სირთულეს, რომლის წინაშეც თვითონ და პოლიტიკური სისტემა დგას. სამწუხაროდ, პოლიტიკურ ძალებში თავმოყრილნი არიან გარკვეული თავქარიანი ელემენტები. პირდაპირ შეგვიძლია მათ დავარქვათ კრიმინალური ელემენტები, რომლებიც სამწუხაროდ, პოლიტიკურ პროცესს ხედავენ, როგორც ერთმანეთთან ფიზიკურ ანგარიშწორებას. მათ ჰგონიათ, რომ ასე, პოლიტიკურ პროცესში მიიღებენ მონაწილეობას. მე მინდა მივმართო პოლიტიკურ ძალებს - ეს ადამიანები საშიში არიან არამხოლოდ დემოკრატიისთვის, არამხოლოდ ნორმალური საზოგადოებრივი განვითარებისათვის, არამედ პირადად თქვენთვისაც. ნებისმიერი პოლიტიკური ძალა, რომელიც იმედს დაამყარებს ასეთი ელემენტების ქმედებებზე განწირულია იმისთვის, რომ ეს ელემენტები, მიაკითხავენ მათ, განახორციელებენ ანგარიშწორებას პოლიტიკური ძალების შიგნითვე. პოლიტიკოსებს მოვუწოდებ იპოვნონ ძალა და თავიანთივე პოლიტიკურ პარტიებში, თავიანთივე რიგებში, მოახდინონ ასე მოაზროვნე ადამიანების ლოკალიზაცია. ეს საშიშია კიდევ ერთხელ, არა მარტო საზოგადოებისთვის, არამარტო პოლიტიკური სისტემისთვის, არამედ საშიშია თქვენთვისვე, რომლებსაც შესაძლოა ჰგონიათ, რომ ისინი თქვენი თანამოაზრეები არიან. თუ საკმარისი გამოცდილება არ გაქვთ ცხოვრებისეული, იცოდეთ, რომ ეს ადამიანები თქვენ მოგაკითხავენ ძალიან ცოტა ხანში. ამიტომ გაცხრილეთ ისინი თქვენი რიგებიდან. თქვენივე ინტერესებიდან გამომდინარე. ასევე მინდა მივმართო სამართალდამცავ სტრუქტურებს. ამ ადამიანებთან ბრძოლა, მათი აღმოჩენა, ლოკალიზება, ნეიტრალიზება არის არამარტო თქვენი მოვალეობა, არამედ საზოგადოების მშვიდობიანი თანაარსებობისა და განვითარების წინაპირობა. თქვენ უნდა იყოთ ბოლომდე დაცლილი ყველა პოლიტიკური კონტექსტიდან. არავის არ უნდა გაუწიოთ ანგარიში. იცოდეთ, რომ ამ თვალსაზრისით საჭიროა, მეტი ინტენსიური მუშაობა. თუ თქვენ რაიმე ტიპის სირთულე გაქვთ, იცოდეთ, რომ მე ვდგევარ თქვენს გვერდით და მხარს დაგიჭერთ ბოლომდე იმ საქმეში რასაც კრიმინალების დევნა და ნორმალური საზოგადოებრივ-პოლიტიკური პროცესის უზრუნველყოფა, ნორმალური არჩევნების ჩატარება და საქართველოს მოქალაქეებისათვის იმ გარანტიების შექმნა ჰქვია, როცა ისინი პატარა კრიმინალური დაჯგუფებების მძევლები არ იქნებიან. მე მინდა მივმართო საზოგადოებას- თქვენ ხედავთ რამდენად ნორმალურად და მშვიდად ვითრდება საარჩევნო და საზოგადოებრივ- პოლიტიკური პროცესი. ჩვენ არ ვართ განწყობილი ერთმანეთს დაპირისპირებისათვის, ჩვენ ვატარებთ ნადვილად, ნორმალურ, პოლიტიკურად ევროპულ სტილში მიმდინარე არჩევნებს, მაგრამ გარკვეული ჯგუფები ცდილობენ, რომ ეს არჩევნები ამოაგდონ ნორმალური ევროპული პოლიტიკური პროცესიდან. ეს აწყობს ბევრს, იმ ადამიანებს, ვისაც საქართველოს წარმატება და საქართველოს ევროპულ ცივილიზირებულ სახელმწიფოდ შედგომავისთვისაც საშიშროებაა. მოგიწოდებთ ყველას, გავერთიანდეთ სტაბილურობის, სიმშვიდის, დემოკრატიული განვითარების ირგვლივ, მოვახდინოთ ასეთი ელემენტების ლოკალიზება და გაუნებელყოფა. სამწუხაროდ, ჩვენ ვხედავთ, რომ რამდენიმე ასეთი ინციდენტი მოხდა და ეს ძალიან მძიმე შთაბეჭდილებას ტოვებს. მაგრამ მე დარწმუნებული ვარ, რომ ქართულ საზოგადოებაში არსებული განწყობა, რომელიც უყურებს არჩევნებს არა როგორც ომს, არამედ, ქვეყნის გაძლიერებისა და განმტკიცებისაკენ გადადგმულ ნაბიჯს, ეს განწყობა გაიმარჯვებს. ჩვენ ბევრად მეტნი ვართ, ჩვენ ვაზროვნებთ სხვანაირად და ჩვენ ვერ ვხედავთ ვერანაირ საჭიროებას იმისთვის, რომ ერთმანეთის ცემით, სროლით და აფეთქებით რამე განწყობა შევქმნათ ამ ქვეყანაში. აქედან გამომდინარე, მე ისევ მინდა დავუბრუნდე ჩვენ მთავარ მიზანს და მისიას, რაც მდგომარეობს იმაში, რომ 2016 წლის 8 ოქტომრის არჩევნები შედგეს, როგორც უმნიშვნელოვანესი დემოკრატიული პროცესის ნაწილი", - განაცხადა საქართველოს პრეზიდენტმა. აღნიშნული განცხადება საქართველოს პრეზიდენტმა ვაზიანში, ახალგაზრდებთან შეხვედრაზე გააკეთა.
პაპუაშვილი - პარლამენტში პარტია „საქართველოსთვის“ სახელით მყოფი ხალხი უნდა მიხვდეს, რომ გაქცეული გახარია ამათ დასცინის
ბენზინის დეფიციტის გამო, რუსეთი თვითმფრინავებისთვის საწვავის პრობლემებია
ორწლიანი პაუზის შემდეგ თელ-ავივში მასშტაბური გეი აღლუმი გაიმართა
ხოშტარია: ვმუშაობდი და გავაგრძელებ მუშაობას „მოღალატე რუსების“ წინააღმდეგ სანქციებზე
|
რედაქტორის რჩევით
რატომ ასამარებს ივანიშვილის რეჟიმი საქართველოს განათლების მყიფე რეპუტაციას, ბარიერები უცხოელი სტუდენტებისთვის
პოლიციის მიერ გორში ნაცემ ახალგაზრდებს საქმეზე საუბარი შანტაჟით აუკრძალეს, გაუთქმელობაზე მოაწერინეს ხელი ადვოკატსაც
ომი უკრაინაში
ISW: რუსეთში უკრაინის წინააღმდეგ საბრძოლველად მსურველთა რიცხვი ერთ წელიწადში 20%-ით შემცირდა
უკრაინაში რუსული არმია დღეში 300 ადამიანს კარგავს
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
ივანიშვილის პარლამენტში თავისუფალი და კრიტიკული მედიის და ჟურნალისტების აკრედიტაცია შეუძლებელი ხდება
დღის თემა
რატომ ასამარებს ივანიშვილის რეჟიმი საქართველოს განათლების მყიფე რეპუტაციას, ბარიერები უცხოელი სტუდენტებისთვის
მთავარი თემა
|


ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან



epn.ge (@expressnews.ge)