13:34 - 24 Sep, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2016-10-04 18:50:15, 730 ნახვა

საზოგადოება
აჭარის მთავრობა: სოფელ კვირიკეში გზის სრული რეაბილიტაცია დაიწყო

ქობულეთში შიდა სასოფლო გზების კეთილმოწყობა გრძელდება. აჭარის მთავრობის თავმჯდომარე ზურაბ პატარაძემ აჭარის საგზაო დეპარტამენტის თანამშრომლებთან და გამგეობის წარმომადგენლებთან ერთად რკინიგზის გადასასვლელიდან კვირიკე-ჰესის მიმართულებით მიმავალი საავტომობილო გზის კეთილმოწყობის სამუშაოები დაათვალიერა.

,,ძალიან დიდი თემია. ამ სოფელს ნამდვილად ჭირდებოდა ახალი გზა. დღეს დაიწყო ასფალტის დაგება, მოწესრიგდა საკანალიზაციო და სანიაღვრე სისტემები. ხაზგასმით მინდა აღვნიშნო, რომ ქობულეთის მუნიციპალიტეტში ამ წლის განმავლობაში 45 კმ-მდე სოფლის და 12 კმ ბეტონის გზაა უკვე დაგებული და 5 ახალი ხიდია აშენებული"-აღნიშნა მთავრობის თავმჯდომარემ.

დღეს გზის 3 900 მეტრ სიგრძის მონაკვეთზე ტერიტორიის მოშანდაკება დაიწყო,რის შემდეგაც ასფალტობეტონის საფარი დაიგება. სამუშაოების დასრულების ბოლო ვადაა 2016 წლის 3 ნოემბერია. საერთო ღირებულება კი ტენდერის მიხედვით შეადგენს 779 000 ლარს შეადგენს.

სამუშაოებს ტენდერში გამარჯვებული შპს „სამკუთხედი" აწარმოებს.

(NS)





ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან


სოციალური ქსელები
არაგვზე ხიდის მშენებლობის გამო, სად შეიზღუდება წყალმომარაგება 36 საათით - GWP-ს განცხადება
მათიკაშვილი - პირდაპირი მსგავსებაა სექტანტურ მიმდინარეობასა და იმ ე.წ. პროტესტს შორის, რომელიც საქართველოში მიმდინარეობს
ბოჭორიშვილი: საქართველო მტკიცედ დგას უკრაინელი ხალხის გვერდით
სი ძინპინმა განაცხადა, რომ ჩინეთი და აშშ პარტნიორები უნდა იყვნენ და არა მეტოქეები
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics