|
2016-10-04 15:43:49, 1407 ნახვა
ეკონომიკა
საქართველოსა და ჩინეთს შორის თავისუფალი ვაჭრობის შესახებ შეთანხმებაზე მოლაპარაკებები წარმატებით დასრულდა
ჩინეთსა და საქართველოს შორის თავისუფალი ვაჭრობის შესახებ შეთანხმებაზე მოლაპარაკებები წარმატებით დასრულდა. ეკონომიკის სამინისტროს ინფორმაციით, მემორანდუმი მოლაპარაკებების დასრულების შესახებ ხვალ საქართველოს ეკონომიკისა და მდგარდი განვითარების სამინისტროსა და ჩინეთის სახალხო რესპუბლიკის კომერციის სამინისტროს შორის გაფორმდება. აღნიშნულ მემორანდუმს ხელი ეწერება ჩინეთის სახალხო რესპუბლიკის კომერციის მინისტრის გაო ხუჩენის ვიზიტის ფარგლებში, რომელიც თბილისში შეხვედრებს გამართავს საქართველოს პრემიერ-მინისტრთან და პირველ ვიცე-პრემიერთან. მხარეებს შორის საქართველოსა და ჩინეთს შორის შემდგომი თანამშრომლობის პერსპექტივების საკითხები განიხილება, მათ შორის, აბრეშუმის გზის ახალი კონცეფცია „ერთი გზა - ერთი სარტყელი.“ ჩინეთთან თავისუფალი ვაჭრობის შეთანხმების ამოქმედების შემდეგ საქართველოში წარმოებულ საქონელსა და მომსახურებას გაეხსნება მსოფლიოს უმსხვილესი ბაზარი, რომელიც აერთიანებს დაახლოებით 1,4 მილიარდ მომხმარებელს. საქართველო რეგიონში პირველი ქვეყანაა, ვისთანაც ჩინეთს ექნება თავისუფალი ვაჭრობის შეთანხმება გაფორმებული. შეგახსენებთ, რომ საქართველოსა და ჩინეთს შორის თავისუფალი ვაჭრობის შესახებ შეთანხმების მოლაპარაკებები რეკორდულად მოკლე დროში - 7 თვეში დასრულდა.
|
რედაქტორის რჩევით
არჩეული პატრიარქის რუსული კავშირები
არჩეული პატრიარქი შიო მესამედ იწოდა, ვინ იყვნენ შიო პირველი და შიო მეორე
ომი უკრაინაში
The Economist - უკრაინამ სამი წლის განმავლობაში პირველად აიღო ინიციატივა ფრონტის ხაზზე
„რეალური მოლაპარაკებები აღარ მიმდინარეობს“ - უკრაინა ემზადება ომის გასაგრძელებლად აშშ-ის დახმარების გარეშე
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
არჩეული პატრიარქის რუსული კავშირები
დღის თემა
|


ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან



epn.ge (@expressnews.ge)