19:36 - 25 Sep, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2016-10-02 17:20:29, 1489 ნახვა

ეკონომიკა
ანაკლიის ღრმაწყლოვანი პორტის მშენებლობის შესახებ ხელშეკრულება ხვალ გაფორმდება

ანაკლიის ღრმაწყლოვანი ნავსადგურის მშენებლობისა და ოპერირების შესახებ, საქართველოს მთავრობასა და „ანაკლიის განვითარების კონსორციუმს" შორის, საინვესტიციო ხელშეკრულება გაფორმდება.

მთავრობის ადმინისტრაციის პრესსამსახურის ინფორმაციით, ხელმოწერის ცერემონიას, რომელიც 3 ოქტომბერს, 14:00 საათზე, ანაკლიაში გაიმართება, საქართველოს პრემიერ-მინისტრი გიორგი კვირიკაშვილი, საქართველოს პირველი ვიცე-პრემიერი, ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრი დიმიტრი ქუმსიშვილი, „ანაკლიის განვითარების კონსორციუმის" დამფუძნებლები - მამუკა ხაზარაძე და კურტ კონტი, ასევე კომპანია Van Oord-ის რეგიონული დირექტორი გოვერტ ვან ოორდი დაესწრებიან.

ანაკლიის ღრმაწყლოვანი ნავსადგური რამდენიმე ეტაპად აშენდება; პროცესი 9 ფაზას მოიცავს. პორტის გამტარუნარიანობა, წელიწადში 100 მილიონი ტონა იქნება. პროექტი საქართველოში ათასობით ახალ სამუშაო ადგილს შექმნის.

პორტი 400 ჰექტარის ფართობზე აშენდება და მისი მშენებლობისა და განვითარების ღირებულება 2.5 მილიარდ აშშ დოლარს შეადგენს.

ნავსადგური 2020 წელს  გაიხსნება.  





ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან


სოციალური ქსელები
რომის პაპი ჟურნალისტებს - მიხარია, რომ აქ ხართ, კარგი გაშუქება ყველგან და ყველასთვის მნიშვნელოვანია
თიბისი კონცეპტის მხარდაჭერით ამირ კაკაბაძის საიუბილეო წიგნი გამოიცა
Transparency International Georgia - მიხეილ სააკაშვილის სახელი შეტანილი იქნება ჩვენი ორგანიზაციის მიერ შედგენილი პოლიტიკური პატიმრების სიაში
რუსეთი სამშენებლო კომპანიების გაკოტრების ტალღამ მოიცვა
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics