|
2016-10-02 12:42:09, 782 ნახვა
საზოგადოება
გიორგი აბაშიშვილმა ,,შენი ხმა - ჩვენი მომავალი,, კონკურსის ფინალური შეხვედრა გახსნა
საქართველოს პრეზიდენტის ადმინისტრაციის უფროსმა გიორგი აბაშიშვილმა დღეს ბათუმში ,,შენი ხმა - ჩვენი მომავალი,, კონკურსის ფინალური შეხვედრა გახსნა და კონკურსის მონაწილეებს მიმართა. ამის შესახებ „ექსპრესნიუსს“ პრეზიდენტის ადმინისტრაციის პრესსამსახურიდან აცნობეს. როგორც გიორგი აბაშიშვილმა განაცხადა, აღნიშნული კონკურსი საქართველოს პრეზიდენტის ინიციატივით და პრეზიდენტის ფონდის მხარდაჭერით და არასამთავრობო ორგანიზაციის "დემოკრატიის ლაბორატორია" ორგანიზებით ჩატარდა და იგი პრეზიდენტის ინიციატივით დაწყებული იმ კამპანიის ნაწილია, რომლის მიზანსაც თითოეული ამომრჩევლის საარჩევნო ხმის მნიშვნელობის შესახებ მოქალაქეთა ცნობიერების ამაღლება და საარჩევნო, სამოქალაქო ატივობის პოპულარიზაცია წარმოადგენს. მათივე ცნობით, კონკურსი სამ ეტაპად ჩატარდა და მასში მონაწილეობა უფროსკლასელებმა მიიღეს. პირველი ადგილის მფლობელი გუნდი გაემგზავრება რომში (იტალია), უძველესი რესპუბლიკის საარჩევნო სისტემების წარმოშობისა და განვითარების გასაცნობად. მეორე ადგილზე გასული გუნდი გაემგზავრება ტალინში (ესტონეთი) თანამედროვე ელექტრონული საარჩევნო სისტემის გასაცნობად. მესამე ადგილის მფლობელები საჩუქრად მიიღებენ ნოუთბუქებს. ერთ-ერთი ფინალისტი გუნდი დაჯილდოვდება სპეციალური პრიზით. კონკურსის პირველ ეტაპზე, მონაწილეობის მსურველმა გუნდებმა მოამზადეს ვიდეო საარჩევნო აქტივობის თემაზე. მეორე ეტაპზე გადასულმა კონკურსანტებმა საარჩევნო ხმის მნიშვნელობის შესახებ საკუთარ რეგიონში საინფორმაციო კამპანია ჩაატარეს. მესამე ეტაპზე, დღეს კი, გაიმართება კაპიტნების კონკურსი, სლოგანების კონკურსი და საჯარო გამოსვლების კონკურსი. დღესვე, ბათუმში კონკურსის ფინალისტებს საქართველოს პრეზიდენტი გიორგი მარგველაშვილი დააჯილდოვებს.
მათიკაშვილი - პირდაპირი მსგავსებაა სექტანტურ მიმდინარეობასა და იმ ე.წ. პროტესტს შორის, რომელიც საქართველოში მიმდინარეობს
ბოჭორიშვილი: საქართველო მტკიცედ დგას უკრაინელი ხალხის გვერდით
სი ძინპინმა განაცხადა, რომ ჩინეთი და აშშ პარტნიორები უნდა იყვნენ და არა მეტოქეები
ირანის ბლოკადის აღდგენის შემდეგ თეირანთან დაკავშირებული დაკავებული სავაჭრო გემების რაოდენობამ 115-ს მიაღწია.
|
რედაქტორის რჩევით
აგვისტოში, საარსებო შემწეობის მიმღებთა რიცხვი კიდევ 6500-ით შემცირდა,- რეჟიმი ხალხს შემწეობას აღარ უხდის
როგორ ემსახურება კრემლს ივანიშვილი და მისი მარიონეტები, პატიმრების რუსეთში ექსტრადირების განახლებით
ომი უკრაინაში
კიევზე რუსეთის საჰაერო დარტყმების შედეგად ორი ადამიანი დაიღუპა და რვა დაშავდა
ზაპოროჟიეში დამპყრობლებმა სავაჭრო ცენტრებსა და მაღალსართულიან შენობებს შეუტიეს, 5 ადამიანი დაშავდა
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
აგვისტოში, საარსებო შემწეობის მიმღებთა რიცხვი კიდევ 6500-ით შემცირდა,- რეჟიმი ხალხს შემწეობას აღარ უხდის
მთავარი თემა
|


ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან



epn.ge (@expressnews.ge)