|
2016-10-02 12:20:25, 715 ნახვა
პოლიტიკა
საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრი ბრიუსელს ეწვევა
საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრი მიხეილ ჯანელიძე 3-5 ოქტომბერს ბრიუსელს ეწვევა, სადაც რამდენიმე ღონისძიებაში მიიღებს მონაწილეობას. უწყების ინფორმაციით, მიხეილ ჯანელიძე სიტყვით გამოვა ევროპული პოლიტიკის ცენტრისა და ლიტვის საგარეო საქმეთა სამინისტროს მიერ ორგანიზებულ ღონისძიებაზე, რომელიც აღმოსავლეთ პარტნიორობის მომავალს ეძღვნება (Policy Dialogue: What next for the eastern Partnership?), ღონისძიებაში ასევე მონაწილეობენ ევროკავშირის საგარეო ქმედებათა სამსახურის აღმასრულებელი დირექტორი, კენტის უნივერსიტეტისა და ევროპული პოლიტიკის ცენტრის ანალიტიკოსები. საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრი ასევე მონაწილეობას მიიღებს ავღანეთის თემაზე ბრიუსელში დაგეგმილ საერთაშორისო კონფერენციაში (Brussels Conference on Afghanistan, Partnership for Prosperity and Peace) რომელსაც ევროკავშირის, გაეროს, აშშ-ს და მსოფლიოს სხვადასხვა სახელმწიფოს მეთაურები და საგარეო საქმეთა მინისტრები ესწრებიან. ბრიუსელში ვიზიტის ფარგლებში მიხეილ ჯანელიძე ასევე შეხვედრებს გამართავს ევროპარლამენტში.
|
რედაქტორის რჩევით
რატომ ასამარებს ივანიშვილის რეჟიმი საქართველოს განათლების მყიფე რეპუტაციას, ბარიერები უცხოელი სტუდენტებისთვის
პოლიციის მიერ გორში ნაცემ ახალგაზრდებს საქმეზე საუბარი შანტაჟით აუკრძალეს, გაუთქმელობაზე მოაწერინეს ხელი ადვოკატსაც
ომი უკრაინაში
ISW: რუსეთში უკრაინის წინააღმდეგ საბრძოლველად მსურველთა რიცხვი ერთ წელიწადში 20%-ით შემცირდა
უკრაინაში რუსული არმია დღეში 300 ადამიანს კარგავს
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
ივანიშვილის პარლამენტში თავისუფალი და კრიტიკული მედიის და ჟურნალისტების აკრედიტაცია შეუძლებელი ხდება
დღის თემა
რატომ ასამარებს ივანიშვილის რეჟიმი საქართველოს განათლების მყიფე რეპუტაციას, ბარიერები უცხოელი სტუდენტებისთვის
მთავარი თემა
|


ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან



epn.ge (@expressnews.ge)