18:48 - 25 Sep, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2016-10-01 15:58:34, 1665 ნახვა

ეკონომიკა
ქუმსიშვილი: არჩევნების დასრულების შემდეგ ჩვენ შევძლებთ, რომ 2017 წლის ბიუჯეტში ცვლილებები შევიტანოთ

ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრმა, პირველმა ვიცე-პრემიერმა დიმიტრი ქუმსიშვილმა 2017 წლის ბიუჯეტის პროექტის პირველადი ვარიანტის გამოქვეყნების თაობაზე კომენტარი გააკეთა.

როგორც ქუმსიშვილმა აღნიშნა, ახალი ინიციატივები 2017 წლის ბიუჯეტის პროექტის პირველად ვარიანტში ვერ იქნება ასახული, ვინაიდან ამას საარჩევნო კანონმდებლობა კრძალავს. მისივე თქმით, პრიორიტეტებს შორის ერთ-ერთი უმთავრესი იქნება ინფრასტრუქტურის განვითარება.

„ჩვენ საბაზისო ვერსია კანონმდებლობით საქართველოს მთავრობაზე განვიხილეთ, თუმცა ახალი ინიციატივები მასში ვერ იქნება ასახული საარჩევნო კანონმდებლობიდან გამომდინარე და მხოლოდ არჩევნების დასრულების შემდეგ ჩვენ შევძლებთ რომ შევიტანოთ შესაბამისი ცვლილებები. პრიორიტეტები, რა თქმა უნდა, იქნება ის, რაც ჩვენ განვაცხადეთ, რომელიც ჩვენ გვაქვს და რომელიც აუცილებლად განხორციელდება. რა თქმა უნდა, პრიორიტეტებს შორის იქნება ინფრასტრუქტურის მიმართულება, ეს არის ტურისტული ინფრასტრუქტურა. ასევე ძალიან მნიშვნელოვანი მიმართულება იქნება ინოვაციები და ახალი ტექნოლოგიები, სტარტაპების მიმართულება და ყველა სხვა ის პრიორიტეტი, რომელიც ჩვენ ისედაც გაგვაჩნია“, - განაცხადა დიმიტრი ქუმსიშვილმა.





ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან


სოციალური ქსელები
რომის პაპი ჟურნალისტებს - მიხარია, რომ აქ ხართ, კარგი გაშუქება ყველგან და ყველასთვის მნიშვნელოვანია
თიბისი კონცეპტის მხარდაჭერით ამირ კაკაბაძის საიუბილეო წიგნი გამოიცა
Transparency International Georgia - მიხეილ სააკაშვილის სახელი შეტანილი იქნება ჩვენი ორგანიზაციის მიერ შედგენილი პოლიტიკური პატიმრების სიაში
რუსეთი სამშენებლო კომპანიების გაკოტრების ტალღამ მოიცვა
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics