|
2016-09-30 17:23:24, 1565 ნახვა
პოლიტიკა
გიორგი კვირიკაშვილი: ყველამ ერთხმად მხარი დავუჭიროთ შალვა კიკნაველიძეს
ყველამ ერთხმად მხარი დავუჭიროთ შალვა კიკნაველიძეს - ამ სიტყვებით მიმართა "ქართული ოცნება - დემოკრატიული საქართველოს" თავმჯდომარემ, გიორგი კვირიკაშვილმა ზესტაფონის მოსახლეობას. "ჩვენ მოვედით თქვენთან იმისთვის, რომ წარმოგიდგინოთ ადამიანები, რომლებიც ხმალამოღებულნი, გულისხმიერნი, გულანთებულნი იბრძოლებენ თქვენი ინტერესების დასაცავად და ეს არის შალვა კიკნაველიძე. შალვა არის, მიუხედავად მისი ახალგაზრდა ასაკისა, ერთ-ერთი ყველაზე აქტიური პარლამენტარი, რომელსაც ერთი დღე არ დაუტოვებია აღმასრულებელ ხელისუფლებაში არ დაესვა და გადაეჭრა საკითხები. ამიტომ ის იმსახურებს მანდატს, ნდობას თითოეული თქვენთაგანისგან. მე დარწმუნებული ვარ, ის ამ ნდობას მიიღებს. ვინაიდან ბევრი ადამიანი იჩემებს ჩვენს მხარდამჭერობას, მინდა გითხრათ, ყველას ვისაც ქართული ოცნების მხარდაჭერა უნდა, ვისაც აქვს სურვილი და დარწმუნებული ვარ ასეთი ბევრია, შემოხაზოს 41, ყველამ ერთხმად მხარი დავუჭიროთ შალვა კიკნაველიძეს", - განაცხადა გიორგი კვირიკაშვილმა პრემიერმა მოსახლეობას მოუწოდა, მოქალაქეობრივად, პასუხისმგებლობის გრძნობით მივიდნენ 8 ოქტომბერს საარჩევნო უბნებზე და მხარი დაუჭირონ უკეთეს, გაჩირაღდნებულ, აგუგუნებულ საქართველოს. (NS)
|
რედაქტორის რჩევით
რატომ ასამარებს ივანიშვილის რეჟიმი საქართველოს განათლების მყიფე რეპუტაციას, ბარიერები უცხოელი სტუდენტებისთვის
პოლიციის მიერ გორში ნაცემ ახალგაზრდებს საქმეზე საუბარი შანტაჟით აუკრძალეს, გაუთქმელობაზე მოაწერინეს ხელი ადვოკატსაც
ომი უკრაინაში
ISW: რუსეთში უკრაინის წინააღმდეგ საბრძოლველად მსურველთა რიცხვი ერთ წელიწადში 20%-ით შემცირდა
უკრაინაში რუსული არმია დღეში 300 ადამიანს კარგავს
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
ივანიშვილის პარლამენტში თავისუფალი და კრიტიკული მედიის და ჟურნალისტების აკრედიტაცია შეუძლებელი ხდება
დღის თემა
რატომ ასამარებს ივანიშვილის რეჟიმი საქართველოს განათლების მყიფე რეპუტაციას, ბარიერები უცხოელი სტუდენტებისთვის
მთავარი თემა
|


ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან



epn.ge (@expressnews.ge)