|
2016-09-30 13:15:07, 784 ნახვა
საზოგადოება
"Man”-ის ახალი ავტობუსები უახლოეს დღეებში N61 ხაზზე გავა
“Man”-ის ახალი ავტობუსები უახლოეს დღეებში N 61 ხაზზე გავა. თბილისელებს და დედაქალაქის სტუმრებს სულ მალე 10 ახალი, ევროსტანდარტების შესაბამისი, ადაპტირებული და ეკოლოგიურად სუფთა, CNG საწვავზე მომუშავე ავტობუსი მოემსახურება. ახალი ავტობუსების დედაქალაქში ჩამოსვლასთან დაკავშირებით, დღეს, სასტუმრო „რადისონი“-ს მიმდებარე ტერიტორიაზე თბილისის მერი დავით ნარმანია საკრებულოს თავმჯდომარესთან, გიორგი ალიბეგაშვილთან, EBRD-ისა და კომპანია „Man Truck and Bus AG“-ის წარმომადგენლებთან ერთად იმყოფებოდა. თბილისის მერმა ადგილზე შეკრებილ საზოგადოებას ახალი ავტობუსები წარუდგინა და სიტყვით მიმართა, რის შემდეგაც ავტობუსებმა, სიმბოლურად, პირველი, მოკლე მარშრუტი შეასრულეს. „დღეს პირველი 10 ავტობუსი ჩამოვიდა და მზად არის. ავტობუსები უახლოეს რამდენიმე დღეში უკვე გავლენ 61 მარშრუტზე და დაიწყებენ მგზავრთა გადაყვანას. მძღოლები მომზადებულები არიან, თუმცა, შემდეგი რამდენიმე დღე, მათ მაინც ჩაუტარდებათ დამატებითი სწავლება. მძღოლებს სპეციალური ფორმები ექნებათ, სათანადოდ აღჭურვილები იქნებიან იმისათვის, რომ შეძლონ თანამედროვე ავტობუსების მართვა და მგზავრების მომსახურება“ – განაცხადა დავით ნარმანიამ. თებერვლის ბოლომდე, თბილისის ავტოპარკი ეტაპობრივად 143 ერთეული ავტობუსით განახლდება. თბილისის მერიამ ავტობუსების პარკის შესწავლა გასულ წელს დაიწყო და დღის წესრიგში დადგა ავტოპარკის განახლების საჭიროება. შესაბამისად, დაიწყო აქტიური კომუნიკაცია ევროპის რეკონსტრუქციისა და განვითარების ბანკთან, EBRD-ის დახმარებით ჩატარდა წინასწარი კვლევა, რომელმაც აღწერა თბილისის ავტობუსების პარკში არსებული მდგომარეობა და ასევე, პარკის განახლების შესაძლებლობები, რის შემდეგაც გამოცხადდა ტენდერი და გაიმარჯვა გერმანულმა კომპანია „Man Truck and Bus AG“-მა. ავტოპარკის განახლების პროექტი EBRD-ის ფინანსური და ტექნიკური მხარდაჭერით ხორციელდება. EBRD-ის სასესხო რესურსმა 27 მლნ ევრო შეადგინა, ხოლო ევროკავშირის მიერ დაფუძნებულმა ფონდმა "E5P" 7 მლნ ევროს ოდენობის გრანტი გამოყო. 10 ახალი ავტობუსი ბაგებიდან ორბელიანის მოედნის მიმართულებით მოძრავ N61 ავტობუსის ხაზზე დაინიშნება, აქამდე აღნიშნულ მარშრუტზე მოძრავი ავტობუსები კი სხვა ხაზებზე გადანაწილდება, რაც ქალაქში მუნიციპალური ტრანსპორტის გადაადგილებებს შორის ინტერვალს შეამცირებს და მგზავრობას უფრო კომფორტულს გახდის. მეორე ეტაპზე კი ახალი ავტობუსები N 51 ხაზს დაემატება. თბილისის მერიას ავტოპარკის განახლების 4 წლიანი გეგმა აქვს.
კიევზე რუსეთის საჰაერო დარტყმების შედეგად ორი ადამიანი დაიღუპა და რვა დაშავდა
ზელენსკი - პუტინი „ნულოვანი პაციენტია“, რომელიც ომის იდეას მთელ მსოფლიოში ავრცელებს
გარდაიცვალა პუტინისტი და უკრაინული შოუ „X-ფაქტორის“ ყოფილი მოსამართლე სერგეი სოსედოვი
ირანის საგარეო საქმეთა მინისტრმა ევროპა გააფრთხილა აშშ-სა და ისრაელის მხარდაჭერის შედეგების შესახებ
|
რედაქტორის რჩევით
აგვისტოში, საარსებო შემწეობის მიმღებთა რიცხვი კიდევ 6500-ით შემცირდა,- რეჟიმი ხალხს შემწეობას აღარ უხდის
როგორ ემსახურება კრემლს ივანიშვილი და მისი მარიონეტები, პატიმრების რუსეთში ექსტრადირების განახლებით
ომი უკრაინაში
კიევზე რუსეთის საჰაერო დარტყმების შედეგად ორი ადამიანი დაიღუპა და რვა დაშავდა
ზაპოროჟიეში დამპყრობლებმა სავაჭრო ცენტრებსა და მაღალსართულიან შენობებს შეუტიეს, 5 ადამიანი დაშავდა
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
აგვისტოში, საარსებო შემწეობის მიმღებთა რიცხვი კიდევ 6500-ით შემცირდა,- რეჟიმი ხალხს შემწეობას აღარ უხდის
მთავარი თემა
|


ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან



epn.ge (@expressnews.ge)