|
2016-09-30 11:55:51, 1297 ნახვა
ეკონომიკა
დიმიტრი ქუმსიშვილი: „გაზელ ფონდი“ ჩვენი ქვეყნის განვითარებაში ძალიან მნიშვნელოვან როლს შეასრულებს
საქართველოს პირველი ვიცე-პრემიერი, დიმიტრი ქუმსიშვილი სს „საპარტნიორო ფონდსა“ და კანადურ საინვესტიციო “გაზელ ფონდს” (Gazelle Fund) შორის შეთანხმების ხელმოწერის ცერემონიას დაესწრო და მოწვეულ სტუმრებს სიტყვით მიმართა. დოკუმენტს ხელი „საპარტნიორო ფონდის“ აღმასრულებელმა დირექტორმა დავით საგანელიძემ, “გაზელ ფონდის” მმართველი პარტნიორის - Gazelle Finanace LLC-ის მენეჯერმა ჯეფ ლიბერტიმ, ჰოლანდიის სახელმწიფო საინვესტიციო ფონდის Duch Good Growth Fund (“DGGF”) და ჰოლანდიის განვითარების ბანკის FMO წარმომადგენლებმა მოაწერეს ხელი. გაფორმებული დოკუმენტის თანახმად, სს “საპარტნიორო ფონდი,” როგორც Gazelle Fund-ის ერთ-ერთი პარტნიორი, ფონდის კაპიტალში 6 მილიონი აშშ დოლარის მოცულობის ინვესტირებით შედის. Gazelle Fund-ის კაპიტალი საწყის ეტაპზე 27,5 მლნ დოლარია, ხოლო შემდგომ მისი საინვესტიციო მოცულობა გაიზრდება 70 მლნ აშშ დოლარამდე, საიდანაც მინიმუმ 60% საქართველოში დაიხარჯება. როგორც აღინიშნა, ეს არის პირველი შემთხვევა, როცა საპარტნიორო ფონდი ინვესტიციას დებს საერთაშორისო კონსორციუმში, რომელიც ფოკუსირებული იქნება საქართველოში მცირე და საშუალო ბიზნესის ხელშეწყობასა და განვითარებაზე. „საპარტნიორო ფონდის ძირითადი ამოცანაა, მოიზიდოს ქვეყანაში პირდაპირი უცხოური ინვესტიციები, ხელი შეუწყოს ისეთი ფინანსური ინსტრუმენტებისა და სტრუქტურების შექმნას, რომელიც ქვეყანაში დაფინანსების სხვადასხვა შესაძლებლობას შექმნის. დღეს მომსწრენი ვართ სწორედ ასეთი შეთანხმების - საპარტნიორო ფონდი უცხოელ ინვესტორებთან ერთად მონაწილეობას იწყებს Gazelle Finanace-ში. ეს არის ახალი ფონდი, რომელიც საქართველოში სულ მცირე 42 მილიონ დოლარს დააბანდებს. აღსანიშნავია, რომ ფონდმა ეს თანხები უნდა დააბანდოს მცირე და საშუალო ბიზნესში, მაგრამ აქვე მინდა აღვნიშნო, რომ თავად „გაზელ ფონდის“ არეალი არის რეგიონალური, ის იმოქმედებს როგორც საქართველოში, ასევე ჩვენს რეგიონში“ - აღნიშნა დიმიტრი ქუმსიშვილმა. პირველმა ვიცე-პრემიერმა მადლობა გადაუხადა საპარტნიორო ფონდის ხელმძღვანელობას და მთელ გუნდს, ასევე წარმატება უსურვა თავად „გაზელ ფონდს“, რომელიც, დიმიტრი ქუმსიშვილის თქმით, ძალიან მნიშვნელოვან როლს შეასრულებს ჩვენი ქვეყნის განვითარებაში. “გაზელ ფონდი” კანადაში, ონტარიოს შტატში რეგისტრირებული საინვესტიციო ფონდია, რომელიც Gazelle Finanace დააფუძნა. მმართველი პარტნიორი Gazelle Finance კი წარმოადგენს აშშ-ში, დელავერის შტატში რეგისტრირებულ საინვესტიციო ფონდს, რომელიც აშშ-ს ფინანსური ზედამხედველობის სააგენტოს მიერ არის რეგულირებული. (NS)
რომის პაპი ჟურნალისტებს - მიხარია, რომ აქ ხართ, კარგი გაშუქება ყველგან და ყველასთვის მნიშვნელოვანია
თიბისი კონცეპტის მხარდაჭერით ამირ კაკაბაძის საიუბილეო წიგნი გამოიცა
Transparency International Georgia - მიხეილ სააკაშვილის სახელი შეტანილი იქნება ჩვენი ორგანიზაციის მიერ შედგენილი პოლიტიკური პატიმრების სიაში
რუსეთი სამშენებლო კომპანიების გაკოტრების ტალღამ მოიცვა
|
რედაქტორის რჩევით
აგვისტოში, საარსებო შემწეობის მიმღებთა რიცხვი კიდევ 6500-ით შემცირდა,- რეჟიმი ხალხს შემწეობას აღარ უხდის
როგორ ემსახურება კრემლს ივანიშვილი და მისი მარიონეტები, პატიმრების რუსეთში ექსტრადირების განახლებით
ომი უკრაინაში
კიევზე რუსეთის საჰაერო დარტყმების შედეგად ორი ადამიანი დაიღუპა და რვა დაშავდა
ზაპოროჟიეში დამპყრობლებმა სავაჭრო ცენტრებსა და მაღალსართულიან შენობებს შეუტიეს, 5 ადამიანი დაშავდა
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
აგვისტოში, საარსებო შემწეობის მიმღებთა რიცხვი კიდევ 6500-ით შემცირდა,- რეჟიმი ხალხს შემწეობას აღარ უხდის
მთავარი თემა
|


ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან



epn.ge (@expressnews.ge)