11:19 - 24 Sep, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2016-09-30 09:49:58, 703 ნახვა

საზოგადოება
გიორგი მღებრიშვილმა დონორთა ყოველწლიური საკოორდინაციო შეხვედრა გახსნა

შინაგან საქმეთა მინისტრმა, გიორგი მღებრიშვილმა, დონორთა ყოველწლიური საკოორდინაციო შეხვედრა გახსნა.

შსს-ს ინფორმაციით, მღებრიშვილმა კონფერენციაში მონაწილე დონორი ორგანიზაციებისა და პარტნიორი სახელმწიფოების წარმომადგენლებს უწყებაში მიმდინარე და დაგეგმილი პროექტების, ასევე, არსებული მიღწევების შესახებ დეტალური ინფორმაცია მიაწოდა.

„პირველ რიგში, მსურს, მადლობა გადავუხადო ჩვენს პარტნიორ ორგანიზაციებს, განსაკუთრებით კი, აშშ-ს საელჩოსა და ევროკავშირის დელეგაციას საქართველოში, რომელთაც უდიდესი წვლილი მიუძღვით შსს-ს სხვადასხვა მიმართულების განვითარების პროცესში. მოგეხსენებათ, ევროატლანტიკური ინტეგრაცია საქართველოს მთავრობის საგარეო პოლიტიკის უმთავრესი პრიორიტეტია და შსს-ში განხორციელებული რეფორმები სწორედ საერთაშორისო სტანდარტებთან მიახლოებას ისახავს მიზნად. ჩვენი მიზანია ძლიერი ინსტიტუტის ჩამოყალიბება, რომელიც ღირსეულად გაართმევს თავს თავის უმთავრეს ფუნქციებს: დაიცვას საზოგადოებრივი წესრიგი და უსაფრთხოება, ეფექტიანად ებრძოლოს დანაშაულს და მოახდინოს მისი პრევენცია“, - განაცხადა მღებრიშვილმა.

გიორგი მღებრიშვილმა განსაკუთრებული ყურადღება გაამახვილა შსს-ს ინსტიტუციურ განვითარებაზე, საგამოძიებო და პრევენციული მიმართულებების გაძლიერებაზე.

კონფერენციაზე შსს-ს საერთაშორისო ურთიერთობების დეპარტამენტის თანამშრომლებმა სტუმრებს სამინისტროში განხორციელებული პროექტების შესახებ პრეზენტაცია, ასევე, შს დანაყოფების არსებული საჭიროებების ანალიზის შედეგები წარუდგინეს, რომლებიც მოკლე და საშუალო ვადიანი პრიორიტეტებისა და სხვადასხვა საერთაშორისო ვალდებულებიდან გამომდინარეობს.

კონფერენციას საერთაშორისო და არასამთავრობო ორგანიზაციების, ევროკავშირის წევრი ქვეყნების, დიპლომატიური მისიისა და საქართველოს მთავრობის შესაბამისი უწყებების წარმომადგენლები ესწრებოდნენ.





ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან


სოციალური ქსელები
კიევზე რუსეთის საჰაერო დარტყმების შედეგად ორი ადამიანი დაიღუპა და რვა დაშავდა
ზელენსკი - პუტინი „ნულოვანი პაციენტია“, რომელიც ომის იდეას მთელ მსოფლიოში ავრცელებს
გარდაიცვალა პუტინისტი და უკრაინული შოუ „X-ფაქტორის“ ყოფილი მოსამართლე სერგეი სოსედოვი
ირანის საგარეო საქმეთა მინისტრმა ევროპა გააფრთხილა აშშ-სა და ისრაელის მხარდაჭერის შედეგების შესახებ
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics