11:19 - 24 Sep, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2016-09-29 21:49:14, 905 ნახვა

საზოგადოება
ევროსასამართლოს მოსამართლეთა შესარჩევი კომიტეტის სხდომაზე, საქართველოდან წარდგენილი არც ერთი კანდიდატურა არ დამტკიცდა

საფრანგეთში, პარიზში ევროსასამართლოს მოსამართლეთა შესარჩევი კომიტეტის სხდომა დასრულდა, სადაც საქართველოდან წარდგენილი 3-ვე კანდიდატის შესახებ იმსჯელეს და კომიტეტის გადაწყვეტილებით, მათი არც ერთი კანდიდატურა არ დამტკიცდა.

კომიტეტი ამ საკითხის განხილვას 2017 წლის იანვარში დაუბრუნდება. გავრცელებული ინფორმაციით, ეს გადაწყვეტილება სიაში არსებული პრობლემების გამო მიიღეს.

არსებუილ ინფორმაციით, არ არის გამორიცხული კომიტეტმა თბილისის მიერ ევროსასამართლოში წარდგენილი სია უკან დააბრუნოს და ახალი შემადგენლობის დასახელება მოითხოვოს. 

ცნობისთვის, ადამიანის უფლებათა ევროპულ სასამართლოში წარსადგენ მოსამართლეთა კანდიდატურების შესარჩევად მთავრობამ კონკურსი გამოაცხადა, რომელშიც 47 კანდიდატი მონაწილეობდა.

ამ კანდიდატურებიდან 5 კანდიდატი შესარჩევმა კომისიამ საქართველოს მთვარობას წარუდგინა. ევროსასამართლომ ევა გოცირიძის, ალექსანდრე ბარამიძის და გიორგი ბადაშვილის კანდიდატურები განიხილა.





ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან


სოციალური ქსელები
კიევზე რუსეთის საჰაერო დარტყმების შედეგად ორი ადამიანი დაიღუპა და რვა დაშავდა
ზელენსკი - პუტინი „ნულოვანი პაციენტია“, რომელიც ომის იდეას მთელ მსოფლიოში ავრცელებს
გარდაიცვალა პუტინისტი და უკრაინული შოუ „X-ფაქტორის“ ყოფილი მოსამართლე სერგეი სოსედოვი
ირანის საგარეო საქმეთა მინისტრმა ევროპა გააფრთხილა აშშ-სა და ისრაელის მხარდაჭერის შედეგების შესახებ
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics