07:04 - 25 Sep, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2016-09-29 16:21:06, 947 ნახვა

პოლიტიკა
წულუკიანი: გამორიცხული არ არის, გამოძიება შესაძლო ბრალდებულების დაკავებითაც დასრულდეს

საქართველოს იუსტიციის მინისტრის თეა წულუკიანის განცხადებით, ქვეყანაში დესტაბლიზაციის საფრთხე არ არსებობს იმიტომ, რომ სახელმწიფო და სამართლებრივი უწყებები თავის მოწოდების სიმაღლეზე არიან.

თუმცა, წულუკიანის თქმით, სხვადასხვა ძალების მხრიდან დესტაბილიზაციის საფრთხის მცდელობები შეინიშნება:

„როგორც ირკვევა, მიმდინარეობს გამოძიება რამდენიმე საქმეზე, ზოგი საბოტაჟის, ზოგი სახელმწიფო გადატრიალების მხრივ. გამოძიება შესაძლოა, შესაძლო ბრალდებულების დაკავებითაც დასრულდეს. მანამდე ჩავატარებთ მშვიდობიან არჩევნებს და ვერავინ მოახერხებს იმას, რომ ქვეყანაში არ შენარჩუნდეს ჩვენი მთავრობის ყველაზე დიდი მონაპოვარი - მშიდობიანობა და სტაბილურობა, რაც განვითარების წინაპირობაა“, - განაცხადა თეა წულუკიანმა.





ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან


სოციალური ქსელები
ანგარიშის თანახმად, ევროკავშირი საკმარისად სწრაფად და ეფექტურად არ აშენებს თავის თავდაცვით შესაძლებლობებს
მაკრონმა ტრამპი გააფრთხილა, რომ აშშ-ის ნავთობის ექსპორტის შეჩერება ფასების ზრდას გამოიწვევდა.
ზელენსკიმ განაცხადა, რომ „ანკორიჯის შეთანხმებები“ მოლაპარაკებებში აღარ განიხილება
ევროკავშირი სანქციებსა და ვიზების შეზღუდვებს ამზადებს, რათა რუსებმა გლობალურ სპორტში დაბრუნება ვერ შეძლონ
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics