|
2016-09-28 17:38:02, 933 ნახვა
პოლიტიკა
ხუხაშვილი ბურჭულაძეზე: შეცდომა იყო, როდესაც გაერთიანებაზე კონტროლი 2-3 დღის გაცნობილ ადამიანებს გადასცა
"გირჩის" მიერ პაატა ბურჭულაძის გაერთიანების დატოვება საკმაოდ კანონზომიერი პროცესია, - ამის შესახებ ექსპერტმა პოლიტიკის საკითხებში გია ხუხაშვილმა "ექსპრესნიუსს" განუცხადა. როგორც ხუხაშვილმა აღნიშნა, ფილტრაციის მექანიზმის არარსებობის პირობებში, პარტიამ დაშლა დაიწყო. "პაატა ბურჭულაძის ირგვლივ 2 ეტაპად განვითარდა კრიზისი. პირველი ეტაპი ეს იყო, როდესაც სისწრაფეში ფილტრაციის მექანიზმის არარსებობის პირობებში, როგორც კი მასზე დაიწყო მასიური შეტევა, პარტიამ დაიწყო დაშლა. გამოვლინდა თვითონ ამ პარტიის სისუსტეები. ბურჭულაძე ფაქტობრივად იძულებული იყო, რომ ამ სისუსტეების ამოქოლვის მიზნით, რაღაც ტიპის გაერთიანება შეეკრა. ეს იყო პირველი ეტაპი, იმისათვის, რომ სტაბილიზება მოეხდინა. მეორე ეტაპი იყო უკვე, როდესაც ფაქტობრივად გაერთიანებაზე კონტროლი იმ ადამიანებს გადასცა, რომლებიც ახლა მას ტოვებენ", - განაცხადა ხუხაშვილმა. ექსპერტი თვლის, რომ ბურჭულაძის შეცდომა პოლიტიკურ პარტნიორებზე უარის თქმა იყო. "ჩემი აზრით მისი მხრიდან ბევრად უფრო სერიოზული შეცდომა იყო დაშვებული, როდესაც მან ფაქტიურად უარი თქვა თავის პოლიტიკურ პარტნიორებზე ვისთანაც მთელი ეს პროცესი დაიწყო. ასევე, შეცდომა იყო, როდესაც გაერთიანებაზე კონტროლი 2-3 დღის გაცნობილ ადამიანებს გადასცა. შესაბამისად ის რაც დღეს ხდება კანონზომიერია და უკვე ხსენებულის შედეგია", - აღნიშნა ხუხაშვილმა. შეგახსენებთ, რომ "გირჩმა" პაატა ბურჭულაძის გაერთიანება დატოვა.
ანგარიშის თანახმად, ევროკავშირი საკმარისად სწრაფად და ეფექტურად არ აშენებს თავის თავდაცვით შესაძლებლობებს
მაკრონმა ტრამპი გააფრთხილა, რომ აშშ-ის ნავთობის ექსპორტის შეჩერება ფასების ზრდას გამოიწვევდა.
ზელენსკიმ განაცხადა, რომ „ანკორიჯის შეთანხმებები“ მოლაპარაკებებში აღარ განიხილება
ევროკავშირი სანქციებსა და ვიზების შეზღუდვებს ამზადებს, რათა რუსებმა გლობალურ სპორტში დაბრუნება ვერ შეძლონ
|
რედაქტორის რჩევით
აგვისტოში, საარსებო შემწეობის მიმღებთა რიცხვი კიდევ 6500-ით შემცირდა,- რეჟიმი ხალხს შემწეობას აღარ უხდის
როგორ ემსახურება კრემლს ივანიშვილი და მისი მარიონეტები, პატიმრების რუსეთში ექსტრადირების განახლებით
ომი უკრაინაში
კიევზე რუსეთის საჰაერო დარტყმების შედეგად ორი ადამიანი დაიღუპა და რვა დაშავდა
ზაპოროჟიეში დამპყრობლებმა სავაჭრო ცენტრებსა და მაღალსართულიან შენობებს შეუტიეს, 5 ადამიანი დაშავდა
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
აგვისტოში, საარსებო შემწეობის მიმღებთა რიცხვი კიდევ 6500-ით შემცირდა,- რეჟიმი ხალხს შემწეობას აღარ უხდის
მთავარი თემა
|


ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან



epn.ge (@expressnews.ge)