|
2016-09-27 17:04:33, 634 ნახვა
პოლიტიკა
ივანიშვილი: "ნაცმოძრაობის" დროს უამრავ ადამიანს წაართვეს საკუთრება, ბიზნესი და ამის უამრავი მაგალითია
"იმ შეხვედრაზე რომელიც რამდენიმე დღის წინ მქონდა, თვითონ ბიზნესმენები იხსენებდნენ, რომ პირველი ორი წელი, საერთოდ გაგებაც არ უნდოდათ არაფრის, ისეთ შოკში იყვნენ…" - განაცხადა ბიძინა ივანიშვილმა რუსთავში, მედიასთან შეხვედრისას. "მე ვიხსენებ როცა კირვალიძე იყო სოფლის მეურნეობის მინისტრი და მახსოვს, რომ ჩემი დავალებით ვთხოვე მოეგროვებინა სოფლის მეურნეობის ბიზნესი და თავიდანვე დავიწყოთ-მეთქი რთველზეც, ირიგაცია და ეს პრობლემები რაც არის. ახლა შეიძლება საწყენად ჩამითვალოს ვინმემ, მაგრამ ერთი ერთზე ვიტყვი, როგორ დამირეკა შეხვედრიდან, იმდენად შოკირებული იყო კირვალიძე შეხვედრაზე, შეხვედრიდან დამირეკა, ბატონო ბიძინა რა დაგეგმარებაზე უნდა ვილაპარაკოო, ერთადერთი რაც შემიძლია ამ ბიზნესმენებს ვუთხრაო, რა გიქნათ იმ მამაძაღლმა, შეჩვენებულმაო, შეშინებულნი, დათრგუნულნი არიანო და არ სჯერათ ჩემი სიტყვებით, რომ ჩვენ მათზე ვიზრუნებთ და მათ კეთილდღეობაზე გვექნება ძირითადი აქცენტი. ასეთი მდგომარეობა მივიღეთ, როცა რუსთავის ინდუსტრიაზეა საუბარი, ასეთი შოკირებული იყო ბიზნესი. რა თქმა უნდა, ინერციით მუშაობდნენ, ახერხებდნენ მათთან კომუნიკაციას მთავრობასთან, მთავრობის წევრები ნელ-ნელა შედიოდნენ ბიზნესში და იკიდებნენ ფეხს და ამის მაგალითი უამრავია როგორ ართმევდნენ საკუთრებას, როგორ შედიოდნენ დიდ მესაკუთრეებში მეწილეებად და ა.შ. ეს პროცესი იყო ძალიან მძიმე და აქ რომელი ინვესტორი შემოვა, დასრულებული იყო, იმ მეთოდის მმართველობა რაც მათ ახლდათ. მოქაჩეს ის 2012 წლამდე, მოათრიეს რომ იტყვიან, მაგრამ 2012 წელს რომ მათ გაემაჯვნათ, ის მეთოდი ერთ-ორ წელიწადში საბოლოო კრახს მოიტანდა და ეკონომიკურ კოლაფსს მივიღებდით. ნაცვლად ამისა ჩვენ უდიდესი ნახტომი გავაკეთეთ წინ და განვითარებულ ქვეყნებს შეგვიძლია შევედაროთ ტემპებით", - განაცხადა ბიძინა ივანიშვილმა.
(NS)
|
რედაქტორის რჩევით
რატომ ასამარებს ივანიშვილის რეჟიმი საქართველოს განათლების მყიფე რეპუტაციას, ბარიერები უცხოელი სტუდენტებისთვის
პოლიციის მიერ გორში ნაცემ ახალგაზრდებს საქმეზე საუბარი შანტაჟით აუკრძალეს, გაუთქმელობაზე მოაწერინეს ხელი ადვოკატსაც
ომი უკრაინაში
ISW: რუსეთში უკრაინის წინააღმდეგ საბრძოლველად მსურველთა რიცხვი ერთ წელიწადში 20%-ით შემცირდა
უკრაინაში რუსული არმია დღეში 300 ადამიანს კარგავს
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
ივანიშვილის პარლამენტში თავისუფალი და კრიტიკული მედიის და ჟურნალისტების აკრედიტაცია შეუძლებელი ხდება
დღის თემა
რატომ ასამარებს ივანიშვილის რეჟიმი საქართველოს განათლების მყიფე რეპუტაციას, ბარიერები უცხოელი სტუდენტებისთვის
მთავარი თემა
|


ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან



epn.ge (@expressnews.ge)