|
2016-09-27 16:10:51, 766 ნახვა
პოლიტიკა
აჭარის ა.რ. მთავრობის თავმჯდომარემ KfW-ს წარმომადგენლებთან სამუშაო შეხვედრა გამართა
აჭარის მთავრობის თავმჯდომარემ ზურაბ პატარაძემ KfW-ს წარმომადგენლებთან სამუშაო შეხვედრა გამართა. შეხვედრას ქალაქ ბათუმის მერი გიორგი ერმაკოვი, აჭარის ა/რ ფინანსთა და ეკონომიკის მინისტრი რამაზ ბოლქვაძე, გერმანიის განვითარების ბანკის (KfW) წარმომადგენელი რეგიონალური განვითარების საკითხებში თომას ვულფი, საკონსულტაციო კომპანია MACS-ის წარმომადგენელი მატიას ჰიტცელი, საკონსულტაციო კომპანია IGR AG-ის წარმომადგენელი გიორგი აროშიძე, მერიისა და ადგილობრივი თვითმმართველობების წარმომადგენლები ესწრებოდნენ. ,,მოხარული ვარ, რომ ეს შეხვედრა გაიმართა. ჩვენ გვაქვს ერთმანეთთან თანამშრომლობის მრავალწლიანი გამოცდილება, გვაქვს ბევრი შესრულებული,მიმდინარე და დაგეგმილი პროექტი. სულ ახლახან 7 მლ. ევროს ღირებულების პროექტს მოეწერა ხელი. მე, როგორც ახალი მთავრობის თავმჯდომარე, მზად ვარ ვითანამშრომლო და ბოლომდე ჩავერთო ამ პროცესებში"-აღნიშნა სიტყვით გამოსვლისას მთავრობის თავმჯდომარემ. შეხვედრის ფარგლებში, პროექტის „აჭარის წყლის ალიანსის განვითარების პერსპექტივები და საპილოტე ტერიტორიები" მიმოხილვითი პრეზენტაცია საკონსულტაციო კომპანია IGR AG-ს წარმომადგენელმა, გიორგი აროშიძემ გამართა, რომელმაც პროექტის განხორციელების სამომავლო ეტაპებზე იასაუბრა. თავიანთი ხედვები და მოსაზრებები შეხვედრის მონაწილეებს ფინანსთა და ეკომნომიკის მინისტრმა, KfW-ს, MACS-ის და ადგილობრივი თვითმმართველობების წარმომადგენლებმა გაუზიარეს. პროექტის შედეგად, აჭარის თითოეულ მუნიციპალიტეტში შეირჩევა საპილოტე ტერიტორია, სადაც გერმანიის განვითარების ბანკი წყალმომარაგებისა და წყალარინების სისტემების რეაბილიტაციას განახორციელებს. ასევე, შემუშავდება აჭარის წყლის ალიანსის კონცეპცია, სტრუქტურა და მუშაობის სქემა, რომელიც საწყის ეტაპზე მოემსახურება მუნიციპალიტეტებს საპილოტე ტერიტორიებზე პროექტების განხორციელებაში. პროექტის მიზანია აჭარის სადაბო და სასოფლო ტერიტორიებზე წყალმომარაგებისა და წყალარინების სისტემების გაუმჯობესება, რაც დადებით გავლენას მოახდენს მოსახლეობის სოციალურ მდგომარეობაზე, რეგიონის საინვესტიციო და ტურისტული მიმზიდველობის ამაღლებაზე, ხელს შეუწყობს გარემოს დაცვასა და წყლის რესურსების შენარჩუნებას. პროექტის განხორციელება წინასწარი ტექნიკურ-ეკონომიკური შეფასების კვლევას ეფუძნება (Feasibility Study), რომლის ამოცანაა მიზანშეწონილობის კონცეფციის შემუშავების საფუძველზე რეგიონის წყალმომარაგებისა და წყალარინების სისტემების რეაბილიტაცია. ტექნიკურ-ეკონომიკური შეფასების კვლევის (Feasibility Study) ღირებულებაა ნახევარი მილიონი ევრო, რომლის დასრულებაც 2017 წლის პირველ ნახევარში იგეგმება.
ანგარიშის თანახმად, ევროკავშირი საკმარისად სწრაფად და ეფექტურად არ აშენებს თავის თავდაცვით შესაძლებლობებს
მაკრონმა ტრამპი გააფრთხილა, რომ აშშ-ის ნავთობის ექსპორტის შეჩერება ფასების ზრდას გამოიწვევდა.
ზელენსკიმ განაცხადა, რომ „ანკორიჯის შეთანხმებები“ მოლაპარაკებებში აღარ განიხილება
ევროკავშირი სანქციებსა და ვიზების შეზღუდვებს ამზადებს, რათა რუსებმა გლობალურ სპორტში დაბრუნება ვერ შეძლონ
|
რედაქტორის რჩევით
აგვისტოში, საარსებო შემწეობის მიმღებთა რიცხვი კიდევ 6500-ით შემცირდა,- რეჟიმი ხალხს შემწეობას აღარ უხდის
როგორ ემსახურება კრემლს ივანიშვილი და მისი მარიონეტები, პატიმრების რუსეთში ექსტრადირების განახლებით
ომი უკრაინაში
კიევზე რუსეთის საჰაერო დარტყმების შედეგად ორი ადამიანი დაიღუპა და რვა დაშავდა
ზაპოროჟიეში დამპყრობლებმა სავაჭრო ცენტრებსა და მაღალსართულიან შენობებს შეუტიეს, 5 ადამიანი დაშავდა
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
აგვისტოში, საარსებო შემწეობის მიმღებთა რიცხვი კიდევ 6500-ით შემცირდა,- რეჟიმი ხალხს შემწეობას აღარ უხდის
მთავარი თემა
|


ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან



epn.ge (@expressnews.ge)