|
2016-09-26 18:34:33, 913 ნახვა
საზოგადოება
ბათუმში ჟიული შარტავასადმი მიძღვნილი წიგნის „მამულისათვის თავდადებული“ პრეზენტაცია გაიმართა
„ქართულ-აფხაზური საგას" ორგანიზებით, ბათუმის ხელოვნების ცენტრში, საქართველოს ეროვნული გმირის - ჟიული შარტავასადმი მიძღვნილი წიგნის, „მამულისათვის თავდადებული" - პრეზენტაცია გაიმართა. წიგნი „ქართულ-აფხაზურმა საგამ" ბათუმის მერიის მხარდაჭერით გამოსცა. მასში აღწერილია ჟიული შარტავას დამოკიდებულება აჭარის და სრულიად საქართველოსადმი. წიგნში 70-მდე ავტორის წერილია. ისინი იცნობდნენ, თანამშრომლობდნენ და მეგობრობდნენ ჟიული შარტავასთან. წიგნის პრეზენტაციას ესწრებოდნენ აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობის თავმჯდომარის მოვალეობის შემსრულებელი ვახტანგ ყოლბაია, ბათუმის მერე გიორგი ერმაკოვი, აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის უმაღლესი საბჭოს თავმჯდომარე ავთანდილ ბერიძე, აფხაზეთის მთავრობის წევრები დიმიტრი ჯაიანი, დავით გვაძაბია, აფხაზეთის უმაღლესი საბჭოს თავმჯდომარის მოადგილე ჯემალ გამახარია, მთავრობის აპარატის წარმომადგენლები, აფხაზეთის მეცნიერებათა ეროვნული აკადემიის ხელმძღვანელი ზურაბ ლომთათიძე, „ქართულ აფხაზური საგის" ხელმძღვანელი პროფესორი ნათელა დუმბაძე და სხვა საზოგადო მოღვაწეები. საღამოს ნათელა დუმბაძე უძღვებოდა. წიგნის პრეზენტაციის შემდეგ, ბათუმში, ჟიული შარტავას სახელობის გამზირზე ჟიული შარტავას მემორიალი ყვავილებით შეამკეს . ცერემონიაზე შეკრებილ საზოგადოებას სიტყვით მიმართეს: აფხაზეთის მთავრობის ხელმძღვანელმა, ბათუმის მერმა, აჭარის უმაღლესი საბჭოს თავმჯდომარის მოადგილემ, აფხაზეთის უმაღლესი საბჭოს თავმჯდომარის მოადგილემ, ჟიული შარტავას მეგობრებმა. ღონისძიებას აჭარაში მცხოვრები აფხაზებიც ესწრებოდნენ. (NS)
ზელენსკი - პუტინი „ნულოვანი პაციენტია“, რომელიც ომის იდეას მთელ მსოფლიოში ავრცელებს
გარდაიცვალა პუტინისტი და უკრაინული შოუ „X-ფაქტორის“ ყოფილი მოსამართლე სერგეი სოსედოვი
ირანის საგარეო საქმეთა მინისტრმა ევროპა გააფრთხილა აშშ-სა და ისრაელის მხარდაჭერის შედეგების შესახებ
ზელენსკიმ გაეროს გენერალური ასამბლეის ტრიბუნიდან რუსეთს ენერგეტიკულ სექტორზე საპასუხო დარტყმებით დაემუქრა
|
რედაქტორის რჩევით
აგვისტოში, საარსებო შემწეობის მიმღებთა რიცხვი კიდევ 6500-ით შემცირდა,- რეჟიმი ხალხს შემწეობას აღარ უხდის
როგორ ემსახურება კრემლს ივანიშვილი და მისი მარიონეტები, პატიმრების რუსეთში ექსტრადირების განახლებით
ომი უკრაინაში
ზაპოროჟიეში დამპყრობლებმა სავაჭრო ცენტრებსა და მაღალსართულიან შენობებს შეუტიეს, 5 ადამიანი დაშავდა
კიევის რეგიონში რუსული თავდასხმის შედეგად დედა და ორი მცირეწლოვანი ბავშვი დაიღუპა, ხოლო კიდევ ერთი დედა-შვილი დაიჭრა
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
აგვისტოში, საარსებო შემწეობის მიმღებთა რიცხვი კიდევ 6500-ით შემცირდა,- რეჟიმი ხალხს შემწეობას აღარ უხდის
მთავარი თემა
|


ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან



epn.ge (@expressnews.ge)