|
2016-09-26 12:33:17, 807 ნახვა
პოლიტიკა
ბიძინა ივანიშვილი აფხაზეთის მოსახლეობას სასტუმროსა და ბოტანიკური ბაღის მშენებლობას სთავაზობს
საქართველოს ყოფილი პრემიერ-მინისტრი ბიძინა ივანიშვილი აფხაზეთის მოსახლეობას სასტუმროსა და ბოტანიკური ბაღის მშენებლობას სთავაზობს. ივანიშვილის თქმით, მათი თანხმობის შემთხვევაში, მიღებული მოგება ინფრასტრუქტურის განვითარებას და ადგილობრივი მოსახლეობის კეთილდღეობის ამაღლებას მოხმარდება. "მინდოდა შეთავაზება გამეკეთებინა ტელევიზიით ჩვენი აფხაზი ძმებისთვის, რომ გამყოფ ხაზს იქითაც ვთავაზობ საქმიან წინადადებას, რომ ასეთივე მაღალი კლასის სასტუმროს ავაშენებდი. თუ ჩვენი ძმების კეთილი ნება იქნება, ასევე გავაგრძელებდი ბოტანიკურ ბაღს და უფრო მასშტაბურიც შეიძლება გამყოფ ხაზს იქით აშენებულიყო. ამავდროულად, სასტუმროდან მიღებული ყველა მოგება, თანხმობის შემთხევაში, მოხმარდებოდა ადგილობრივი ინფასტრუქტურის განვითარებას და ადგილობრივი მოსახლეობის კეთილდღეობის ამაღლებას. ამით მინდოდა ჩემი წვლილი შემეტანა ჩვენი ურთიერთბის აღდგენაში და გარკვეული ნაბიჯი, საფუძველი ჩაყროდა იმას, რომ ჩენ მოვახერხოთ და აღვადგინოთ ნდობა, დავიბრუნოთ ის ნდობა, რაც ჩვენს საუკუნეების განმავლობაში გაგვაჩნდა", - განაცხადა ივანიშვილმა. მისივე თქმით, ვერ მოხდა შეჯერება ამ საკითხის, მაგრამ წინადადება იმდენად ჰუმანური და მეგობრულია, რომ ამას პოზიტიურის გარდა სხვა რაიმე შეფასებების არ უნდა მოჰყვეს. ივანიშვილის ინფორმაციით, დღეს ანაკლიაში, კერძოდ კი განმუხურში, სასტუმროს მშენებლობა დაიწყება. როგორც ექს-პრემიერმა აღნიშნა, სასტუმროს გარდა აშენდება ბოტანიკური ბაღიც, რომლის იდეის ავტორიც თვითონაა. "იქ აშენდება თანაინვესტირების ფონდის დაფინანსებით უნიკალური სასტუმრო, ყველაზე მაღალი კლასის, ამ გამყოფ ზოლთან მიჯრილზე, ყველაზე ახლოს და სასტუმროს უკან აშენდება ბოტანიკური ბაღი, რომელსაც ფონდი ქართუ დააფინანსებს", - განაცხადა ივანიშვილმა.
შსს: რუსთავში ჩხუბისას კაცი წაიქცა, დაზიანება მიიღო, გარდაიცვალა - დაკავებულია 5 პირი
Freedom House: აშშ-სთან ურთიერთობის გადატვირთვა პატიმრების გათავისუფლების გარეშე არ მოხდება
დონალდ ტრამპი - აშშ დღეს ღამით ძალიან ძლიერად დაარტყამს ირანს
შსს: დარიალზე რჩება 17 პირი, უკრაინულ მხარესთან მათ სამშობლოში დაბრუნებაზე ვმუშაობთ
|
რედაქტორის რჩევით
რატომ ასამარებს ივანიშვილის რეჟიმი საქართველოს განათლების მყიფე რეპუტაციას, ბარიერები უცხოელი სტუდენტებისთვის
პოლიციის მიერ გორში ნაცემ ახალგაზრდებს საქმეზე საუბარი შანტაჟით აუკრძალეს, გაუთქმელობაზე მოაწერინეს ხელი ადვოკატსაც
ომი უკრაინაში
ISW: რუსეთში უკრაინის წინააღმდეგ საბრძოლველად მსურველთა რიცხვი ერთ წელიწადში 20%-ით შემცირდა
უკრაინაში რუსული არმია დღეში 300 ადამიანს კარგავს
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
ივანიშვილის პარლამენტში თავისუფალი და კრიტიკული მედიის და ჟურნალისტების აკრედიტაცია შეუძლებელი ხდება
დღის თემა
რატომ ასამარებს ივანიშვილის რეჟიმი საქართველოს განათლების მყიფე რეპუტაციას, ბარიერები უცხოელი სტუდენტებისთვის
მთავარი თემა
|


ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან



epn.ge (@expressnews.ge)