|
2016-09-23 15:22:37, 953 ნახვა
სამხედრო
საწყისი საბრძოლო მომზადების ცენტრი სამი წლის გახდა
უფროსი სერჟანტი ზაზა ფერაძის სახელობის საწყისი საბრძოლო მომზადების ცენტრს დაარსებიდან სამი წელი შეუსრულდა. ცენტრის პირად შემადგენლობას იუბილე საქართველოს შეიარაღებული ძალების გენერალური შტაბის უფროსმა, გენერალ-მაიორმა ვახტანგ კაპანაძემ მიულოცა. საზეიმო ცერემონია წვრთნებისა და სამხედრო განათლების მხარდამჭერი ცენტრის "კრწანისის" საწვრთნელ ბაზა "ალგეთში" გაიმართა. ღონისძიებაზე შესრულდა საქართველოს სახელმწიფო ჰიმნი. ცენტრის პირადმა შემადგენლობამ და მოწვეულმა სტუმრებმა საქართველოს ტერიტორიული მთლიანობისთვის და სამშვიდობო მისიებში დაღუპულ სამხედრო მოსამსახურეთა ხსოვნას წუთიერი დუმილით პატივი მიაგეს. გენერალური შტაბის უფროსმა ცერემონიის მონაწილეებს სიტყვით მიმართა და მომავალ კარიერაში წარმატებები უსურვა. „მიხარია რომ ახალ ქართველ სამხედროებს შევხვდი. დარწმუნებული ვარ, რომ მიუხედავად რთული პროგრამისა ყველა მათგანი ბოლომდე მიაღწევს. ცენტრი უნარიანი სერჟანტებით და ოფიცრებითაა დაკომპლექტებული. მათ აქვთ ჯარისკაცთან მუშაობის გამოცდილება. სასიხარულოა, რომ ხუთას კაცში თოთხმეტი ქალბატონია და მათი შემართება დასაფასებელია. ეს ხალხი არის ძალა, რომელმაც უნდა შეავსოს პროფესიულ სამხედრო მოსამსახურეთა რიგები“ - აღნიშნა გენერალ-მაიორმა ვახტანგ კაპანაძემ. ცერემონიის ბოლოს, ცენტრის შვიდ სამხედრო მოსამსახურეს სიმბოლური საჩუქრები გადაეცათ. ასევე, ცენტრის იუბილესთან დაკავშირებით, უფროსი სერჟანტ ზაზა ფერაძის ოჯახი სამახსოვრო საჩუქრებით დაასაჩუქრეს. უფროსი სერჟანტი ზაზა ფერაძის სახელობის საწყისი საბრძოლო მომზადების ცენტრი 2013 წელს დაარსდა. საწყისი საბრძოლო მომზადების ცენტრი წვრთნებისა და სამხედრო განათლების სარდლობას ექვემდებარება. (NS)
დათუნაშვილი - გაზის გაძვირება კატასტროფული გადაწყვეტილება, რომელიც ძალიან მძიმე ტვირთად დააწვება თითოეულ ოჯახს ამ ქვეყანაში
მეუფე ვახტანგი სამორინეებზე - როგორმე, პარლამენტში ხელახლა უნდა გავიდეს და დააიგნორონ
საქართველოში მენეჯერების პოზიციაზე ქალების ხელფასი საშუალოდ 2 713 ლარია, ხოლო კაცების — 4 312 ლარი
ელენე ხოშტარია: იკრძალება არა 5, არამედ 7 პარტია
|
რედაქტორის რჩევით
ივანიშვილის რეჟიმი ხალხს წყლის და გაზის გადასახდელებს უმატებს
700 დღე პროტესტი საქართველოში: დაღლასა და დანებებას შორის
ომი უკრაინაში
რუსეთის მიერ ოკუპირებული ოლეშკადან ხალხის ევაკუაცია დაიწყო
ფინეთისა და ნორვეგიის ლიდერებმა პუტინს აცნობეს ზელენსკის მზადყოფნის შესახებ, პირად შეხვედრაზე განიხილოს ტერიტორიული საკითხი
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
|


ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან



epn.ge (@expressnews.ge)