03:07 - 25 Sep, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2016-09-22 14:59:22, 679 ნახვა

პოლიტიკა
დავით დონდუამ ავსტრიის დელეგაცია მიიღო

საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრის მოადგილემ დავით დონდუამ ავსტრიის რესპუბლიკის ევროპის, ინტეგრაციისა და საგარეო საქმეთა ფედერალური სამინისტროს გენერალური მდივანი მიხაელ ლინჰარტი მიიღო.

საგარეო საქმეთა სამინისტროს ინფორმაციით, შეხვედრაზე განიხილეს საქართველო-ავსტრიის ორმხრივი თანამშრომლობის დინამიკა, საქართველოს ევროპული ინტეგრაციის და, კერძოდ, ვიზა-ლიბერალიზაციის პროცესის მიმდინარეობა, საქართველოს ოკუპირებულ ტერიტორიებზე არსებული ვითარება, საერთაშორისო ორგანიზაციების და კონკრეტულად ეუთო-ს ფარგლებში შემდგომი თანამშრომლობის ასპექტები 2017 წელს ავსტრიის თავმჯდომარეობის გათვალისწინებით, ასევე მეზობელ ქვეყნებთან ურთიერთობები.

მხარეებმა დადებითად შეაფასეს ორ ქვეყანას შორის მთელ რიგ სფეროებში არსებული აქტიური თანამშრომლობის დონე. ამასთან, გამოითქვა იმედი, რომ თბილისში ახლადგახსნილი ავსტრიის რესპუბლიკის საელჩო დამატებით იმპულსებს შესძენს ქართულ-ავსტრიული ურთიერთობების შემდგომ გაღრმავებას.

მიხაელ ლინჰარტმა კიდევ ერთხელ დაადასტურა ავსტრიის რესპუბლიკის სრული მხარდაჭერა საქართველოს ევროპული ინტეგრაციის კურსისადმი ისევე, როგორც ტერიტორიული მთლიანობისა და სუვერენიტეტის მიმართ.

მხარეები შეთანხმდნენ, რომ აქტიურად გააგრძელებენ კონსულტაციებს ეუთო-ს ფარგლებში სამომავლო თანამშრომლობის მიმართულებით.

მიხაელ ლინჰარტი საქართველოში ვიზიტით იმყოფება 2017 წელს ავსტრიის ეუთო-ში მომავალი თავმჯდომარეობის კონტექსტში და თბილისში ავსტრიის რესპუბლიკის ოფიციალური გახსნის ცერემონიაში მონაწილეობის მიზნით.





ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან


სოციალური ქსელები
ანგარიშის თანახმად, ევროკავშირი საკმარისად სწრაფად და ეფექტურად არ აშენებს თავის თავდაცვით შესაძლებლობებს
მაკრონმა ტრამპი გააფრთხილა, რომ აშშ-ის ნავთობის ექსპორტის შეჩერება ფასების ზრდას გამოიწვევდა.
ზელენსკიმ განაცხადა, რომ „ანკორიჯის შეთანხმებები“ მოლაპარაკებებში აღარ განიხილება
ევროკავშირი სანქციებსა და ვიზების შეზღუდვებს ამზადებს, რათა რუსებმა გლობალურ სპორტში დაბრუნება ვერ შეძლონ
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics