02:30 - 25 Sep, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2016-09-22 13:00:29, 1278 ნახვა

პოლიტიკა
ივანიშვილი: პატრიარქს მაინც დაუჯერეთ ჩემი თუ არ გჯერათ, უფსკრულის პირას ვიდექით

საქართველოს ყოფილი პრემიერ-მინისტრის, ბიძინა ივანიშვილის განცხადებით,

„4 წლის წინ უფსკრულის პირას მყოფი ქვეყანა, დღეს რეიტინგებით ევროპის ქვეყნებს ვედრებით და ძალიან ხშირად, ნახევარს ვუგებთ“, - ამის შესახებ საქართველოს ყოფილმა პრემიერ-მინისტრმა ბიძინა ივანიშვილმა კახეთში, რეგიონულ მედიასთან შეხვედრისას განაცხადა.

 „ქართულმა ოცნებამ“ 4 წლის განმავლობაში აჩვენა საოცრება. უფსკრულს მივექანებოდით, პატრიარქს მაინც დაუჯერეთ ჩემი თუ არ გჯერათ, „სულ ცოტაც და ჩვენ გადავიჩეხებოდით, უფსკრულის პირას ვიდექით“ - პატრიარქი ამბობდა ამას. 4 წლის შემდეგ გამოვდივართ და ადამიანზეა დაფუძნებული ყველა დემოკრატიული ინსტიტუტი, ადამიანის თავისუფლებაზე. 4 წლის შემდეგ დემოკრატიული ინსტიტუტების განვითარებით, უფსკრულის პირას მყოფი ქვეყანა დღეს რეიტინგებით ევროპის ქვეყნებს ვედრებით და ძალიან ხშირად ნახევარს ვუგებთ, ძალიან ბევრ საკითხში. ეს გააკეთა „ქართულმა ოცნებამ“ და ეს ძირითადი გუნდი შენარჩუნებელია დღეს“, - განაცხადა ივანიშვილმა.

მისივე თქმით, მმართველმა გუნდმა გიორგი კვირიკაშვილის სახით საუკეთესო ლიდერი შეარჩია.

„მე ვფიქრობ, რომ საუკეთესო ლიდერი შეარჩიეს დღეს კვირიკაშვილის სახით. ეს კაცი არათუ კანონებს, არამედ მორალს ექვემდებარება“, - აღნიშნა ივანიშვილმა.





ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან


სოციალური ქსელები
ანგარიშის თანახმად, ევროკავშირი საკმარისად სწრაფად და ეფექტურად არ აშენებს თავის თავდაცვით შესაძლებლობებს
მაკრონმა ტრამპი გააფრთხილა, რომ აშშ-ის ნავთობის ექსპორტის შეჩერება ფასების ზრდას გამოიწვევდა.
ზელენსკიმ განაცხადა, რომ „ანკორიჯის შეთანხმებები“ მოლაპარაკებებში აღარ განიხილება
ევროკავშირი სანქციებსა და ვიზების შეზღუდვებს ამზადებს, რათა რუსებმა გლობალურ სპორტში დაბრუნება ვერ შეძლონ
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics