01:33 - 25 Sep, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2016-09-20 14:30:25, 741 ნახვა

პოლიტიკა
პრეზიდენტი პარტიებს მშვიდობის მემორანდუმის ხელმოწერისკენ კიდევ ერთხელ მოუწოდებს

პრეზიდენტს მნიშვნელოვნად მიაჩნია, რომ 2016 წლის საპარლამენტო არჩევნები სამართლიან, მშვიდ და დემოკრატიულ გარემოში ჩატარდეს.

ამის შესახებ ჟურნალისტებს პრეზიდენტის პრესსპიკერმა, ეკა მიშველაძემ განუცხადა.

მისივე თქმით, პრეზიდენტი კიდევ ერთხელ მიესალმება პრემიერ-მინისტრის ინიციატივას მშვიდობის მემორანდუმთან დაკავშირებით და პარტიებს კვლავ მემორანდუმის ხელმოწერისკენ მოუწოდებს.

„მართალია, მემორანდუმი არ არის არჩევნების მშიდ ვითარებაში ჩატარების სრული გარანტი, გარანტი პირველ რიგში კანონის უზენაესობა და მისი დაცვაა. კანონის დაცვაც კი, პრეზიდენტის აზრით არ სჭირდება დამატებითი პოლიტიკური კეთილი ნება. ამისთვის, უპირველესყოვლისა, შინაგან საქმეთა სამინისტრომ, მოქმედი კანონმდებლობის ფარგლებში უნდა შეასრულოს თავისი პირდაპირი მოვალეობა და პირადი პოლიტიკური სიმპათიის მიუხედავად დაიცვას ყველა უფლება, აწარმოოს მშვიდი საარჩევნო კამპანია“, - განაცხადა ეკა მიშველაძემ.





ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან


სოციალური ქსელები
ანგარიშის თანახმად, ევროკავშირი საკმარისად სწრაფად და ეფექტურად არ აშენებს თავის თავდაცვით შესაძლებლობებს
მაკრონმა ტრამპი გააფრთხილა, რომ აშშ-ის ნავთობის ექსპორტის შეჩერება ფასების ზრდას გამოიწვევდა.
ზელენსკიმ განაცხადა, რომ „ანკორიჯის შეთანხმებები“ მოლაპარაკებებში აღარ განიხილება
ევროკავშირი სანქციებსა და ვიზების შეზღუდვებს ამზადებს, რათა რუსებმა გლობალურ სპორტში დაბრუნება ვერ შეძლონ
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics