|
2016-09-20 12:37:56, 649 ნახვა
პოლიტიკა
იოსებ მაკრახიძე გორში მცხოვრებ მოსახლეობას შეხვდა
წინასაარჩევნო კამპანიის ფარგლებში „ქართული ოცნება-დემოკრატიული საქართველოს“ გორის მაჟორიტარი დეპუტატობის კანდიდატი იოსებ მაკრახიძე გორში ვერხვების, კომბინატის, სადგურის დასახლებებში მცხოვრებ მოსახლეობას შეხვდა. მაჟორიტარობის კანდიდატმა ამომრჩევლებს პარტია „ ქართული ოცნება -დემოკრატიული საქართველოს“ წინასაარჩევნო პროგრამა გააცნო და ხელისუფლების მიერ მომდევნო 4 წლის განმვალობაში განსახორციელებელ პროექტებზე ისაუბრა. იოსებ მაკრახიძე დასახლებებში არსებულ პრობლემებსაც გაეცნო და მოსახლეობასთან ერთად მათი მოგვარების გზებზე იმსჯელა. ჩვენი ქვეყნის ეკონომიკა სწრაფად ვითარდება. თანამედროვე სახელმწიფოს შენების გამოწვევას პასუხობს ხელისუფლების 4-პუნქტიანი გეგმა, რომელიც ეკონომიკის სწრაფ განვითარებასა და მოსახლეობის კეთილდღეობაზეა ორიენტირებული. ეკონომიკური განვითარების ამოსავალი წერტილი კერძო სექტორის განვითარებისთვის საჭირო გარემოს შექმნა და ხელშეწყობაა. ქართულ სინამდვილეში მოხდა უპრეცედენტო ფაქტი, როდესაც ქვეყანაში გაჩნდა „სტარტაპების“ დაფინანსების პროგრამა. არც ერთი ბიზნეს იდეა, რომელსაც აქვს განვითარების პოტენციალი, არ რჩება დაფინანსების გარეშე”, - განაცხადა მაჟორიტარი დეპუტატობის კანდიდატმა. მისივე თქმით, „ქართული ოცნების“ პროგრამის ერთ-ერთი მნიშვნელოვანი ნაწილი მოსახლეობის დასაქმებას ეთმობა. „ნაციონალურმა მოძრაობამ" ხელისუფლება 257 ათასი უმუშევრით ჩაიბარა და არასწორი პოლიტიკის გამო მმართველობა 305 ათასი უმუშევრით დაასრულა. „ქართული ოცნება“ შემდგომი 4 წლის განმავლობაში 200 ათასი ახალი სამუშაო ადგილს შექმნის. ეს იქნება უმუშევრობის მკვეთრი შემცირებისკენ გადადგმული მნიშვნელოვანი ნაბიჯი”, - განაცხადა იოსებ მაკრახიძემ. (NS)
|
რედაქტორის რჩევით
რატომ ასამარებს ივანიშვილის რეჟიმი საქართველოს განათლების მყიფე რეპუტაციას, ბარიერები უცხოელი სტუდენტებისთვის
პოლიციის მიერ გორში ნაცემ ახალგაზრდებს საქმეზე საუბარი შანტაჟით აუკრძალეს, გაუთქმელობაზე მოაწერინეს ხელი ადვოკატსაც
ომი უკრაინაში
ISW: რუსეთში უკრაინის წინააღმდეგ საბრძოლველად მსურველთა რიცხვი ერთ წელიწადში 20%-ით შემცირდა
უკრაინაში რუსული არმია დღეში 300 ადამიანს კარგავს
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
ივანიშვილის პარლამენტში თავისუფალი და კრიტიკული მედიის და ჟურნალისტების აკრედიტაცია შეუძლებელი ხდება
დღის თემა
რატომ ასამარებს ივანიშვილის რეჟიმი საქართველოს განათლების მყიფე რეპუტაციას, ბარიერები უცხოელი სტუდენტებისთვის
მთავარი თემა
|


ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან



epn.ge (@expressnews.ge)