|
2016-09-19 17:35:12, 798 ნახვა
პოლიტიკა
ხათუნა სამნიძე: სამართლიანობის აღდგენა უკვე გაუგებარი ტერმინი გახდა
„რესპუბლიკური“ პარტიის წევრი ხათუნა სამნიძე აცხადებს, რომ ქვეყანაში დღესაც არსებობს ბევრი გამოუძიებელი საქმე, რაზეც მაღალი საზოგადოებრივი ინტერესი იყო. ამის ერთ-ერთ მიზეზად სამნიძე პროკურატურის არაეფექტურ მუშაობას ასახელებს. გარდა ამისა, სამნიძის თქმით, „რესპუბლიკური“ პარტია ითხოვდა, რომ საპარლამენტო საგამოძიებო კომისია შექმნილიყო, რომელსაც თინა ხიდაშელი უხელმძღვანელებდა, თუმცა პარტიამ მაშინდელი პარტნიორების მხარდაჭერა ვერ მოიპოვა. „უფრო სამართლიანია ახლა ვისაუბროთ სამართლიანობის დამკვიდრებაზე, ვიდრე აღდგენაზე, რადგან უკვე გაუგებარი ტერმინი გახდა. ჩვენ ვთვლიდით, რომ უნდა შექმნილიყო საპარლამენტო საგამოძიებო კომისია და მნიშვნელოვანი იყო ამის გაკეთება. ამ კომისიას ემსჯელა ყველა ამ საკითხზე, რაზეც იყო საზოგადოებრივი ინტერესი. ბევრი იმ საქმის გამოძიება ვერ მოხერხდა, რაზეც წინასაარჩევნო დაპირება იყო. მაშინ საუბარი იყო, რომ ამას პროკურატურა გააკეთებდა, თუმცა, პროკურატურამ ეს ვერ შეძლო. სამწუხაროდ, დღეს კიდევ არსებობს უამრავი საქმე, რაზეც პასუხები არ არსებობს. ყველაზე ახლოს რა პრობლემაც იყო, მაგალითად, ვიდეოშანტაჟი და ტერორი, რომელიც განხორციელდა რამდენიმე პოლიტიკოსის მიმართ, ამაზეც კი ვერ მოახერხა დღემდე პროკურატურამ პასუხების გაცემა, არა თუ იმ საქმეებზე, რომელზეც დიდი ხანია, როგორც საზოგადოება, ასევე პოლიტიკური პარტიები ვითხოვდით, რომ ყოფილიყო გამოძიება. დღემდე არ არიან ადამიანები, რომლებიც ამის გამო დასჯილები იქნებიან“, - აღნიშნა ხათუნა სამნიძემ. სამნიძე მიიჩნევს, რომ დანაშაულებრივი ფაქტების გამოძიებასთან დაკავშირებით, საზოგადოების კითხვებზე პასუხის გასაცემად მნიშვნელოვანია პროკურატურის ეფექტური მუშაობა და პოლიტიკური ნება. „პროკურატურა უნდა იყოს ეფექტური, ამ საქმეებზე იმუშაოს, გარდა ამისა, მნიშვნელოვანია საგამოძიებო კომისია“, - დასძინა „რესპუბლიკური“ პარტიის წევრმა.
(NS)
|
რედაქტორის რჩევით
რატომ ასამარებს ივანიშვილის რეჟიმი საქართველოს განათლების მყიფე რეპუტაციას, ბარიერები უცხოელი სტუდენტებისთვის
პოლიციის მიერ გორში ნაცემ ახალგაზრდებს საქმეზე საუბარი შანტაჟით აუკრძალეს, გაუთქმელობაზე მოაწერინეს ხელი ადვოკატსაც
ომი უკრაინაში
ISW: რუსეთში უკრაინის წინააღმდეგ საბრძოლველად მსურველთა რიცხვი ერთ წელიწადში 20%-ით შემცირდა
უკრაინაში რუსული არმია დღეში 300 ადამიანს კარგავს
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
ივანიშვილის პარლამენტში თავისუფალი და კრიტიკული მედიის და ჟურნალისტების აკრედიტაცია შეუძლებელი ხდება
დღის თემა
რატომ ასამარებს ივანიშვილის რეჟიმი საქართველოს განათლების მყიფე რეპუტაციას, ბარიერები უცხოელი სტუდენტებისთვის
მთავარი თემა
|


ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან



epn.ge (@expressnews.ge)