|
2016-09-19 16:07:24, 887 ნახვა
სამხედრო
საქართველოში თურქეთის სახმელეთო ჯარების სარდალი ოფიციალური ვიზიტით იმყოფება
საქართველოს ერთ დღიანი ვიზიტით თურქეთის რესპუბლიკის სახმელეთო ჯარების სარდალი სტუმრობს. ბრიგადის გენერალი სალიჰ ზაქი ჩოლაქი დღეს საქართველოს შეიარაღებული ძალების გენერალური შტაბის უფროსმა, გენერალ-მაიორმა ვახტანგ კაპანაძემ მიიღო. როგორც "ექსპრესნიუსს" თავდაცვის სამინისტროდან აცნობეს, შეხვედრაზე მხარეებმა მატერიალურ-ტექნიკური დახმარების საკითხები განიხილეს. საუბარი ასევე განათლების სფეროში თანამშრომლობის პერსპექტივებს შეეხო. თურქეთის შეიარაღებული ძალების წარმომადგენლებთან ასევე განიხილეს საერთაშორისო მისიები და ტერორიზმთან ბრძოლის ერთობლივი შესაძლებლობები. „სახმელეთო ჯარების სარდლის სტუმრობა საქართველოში ძალიან ნიშანდლობლივია. ეს არის კიდევ ერთი გამოხატულება იმ კურსის უცვლელობისა, რომელიც საქართველოსა და თურქეთის შეიარაღებულ ძალებს შორის არსებობს. გარდა იმისა, რომ ჩვენ სტრატეგიული მეზობლები და მოკავშირეები ვართ, მხარდამხარ ვიბრძვით მსოფლიო ტერორიზმის წინააღმდეგ. თურქი სამხედროების დახმარება ქართველი სამხედროებისთვის მნიშვნელოვანი და აუცილებელია. მას ძალიან ღრმა ფესვები აქვს. ჩვენ მიგვაჩნია, რომ მსგავსი ვიზიტები კიდევ ერთხელ ხაზს უსვამს და ადასტურებს მხარდაჭერას, რომელიც საქართველოს თურქეთის, როგორც ერთ-ერთი ნატოს წევრი ქვეყნის მხრიდან გააჩნია“ - აღნიშნა ვახტანგ კაპანაძემ. (NS)
დათუნაშვილი - გაზის გაძვირება კატასტროფული გადაწყვეტილება, რომელიც ძალიან მძიმე ტვირთად დააწვება თითოეულ ოჯახს ამ ქვეყანაში
მეუფე ვახტანგი სამორინეებზე - როგორმე, პარლამენტში ხელახლა უნდა გავიდეს და დააიგნორონ
საქართველოში მენეჯერების პოზიციაზე ქალების ხელფასი საშუალოდ 2 713 ლარია, ხოლო კაცების — 4 312 ლარი
ელენე ხოშტარია: იკრძალება არა 5, არამედ 7 პარტია
|
რედაქტორის რჩევით
ივანიშვილის რეჟიმი ხალხს წყლის და გაზის გადასახდელებს უმატებს
700 დღე პროტესტი საქართველოში: დაღლასა და დანებებას შორის
ომი უკრაინაში
რუსეთის მიერ ოკუპირებული ოლეშკადან ხალხის ევაკუაცია დაიწყო
ფინეთისა და ნორვეგიის ლიდერებმა პუტინს აცნობეს ზელენსკის მზადყოფნის შესახებ, პირად შეხვედრაზე განიხილოს ტერიტორიული საკითხი
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
|


ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან



epn.ge (@expressnews.ge)