|
2016-09-19 13:44:41, 882 ნახვა
სამხედრო
სამეთაურო-საშტაბო კოლეჯში ახალი სასწავლო წელი დაიწყო
დავით აღმაშენებლის სახელობის საქართველოს ეროვნული თავდაცვის აკადემიის სამეთაურო-საშტაბო კოლეჯში სასწავლო წელი დაიწყო. თავდაცვის სამინისტროს ინფორმაციით, სამეთაურო-საშტაბო კურსის ოფიცრებს სწავლის დაწყება გენერალური შტაბის უფროსმა, გენერალ-მაიორმა ვახტანგ კაპანაძემ მიულოცა, მხარდაჭერა აღუთქვა და კურსის მნიშვნელობაზე ისაუბრა. კ უწყების ცნობით, ურსის მონაწილეებს წარმატებები უსურვა ეროვნული თავდაცვის აკადემიის რექტორის მოვალეობის შემსრულებელმა, ვიცე-პოლკოვნიკმა ვასილ კოპეიკინმა. 2016-2017 სასწავლო წელს, მისაღები გამოცდების შედეგად, კურსზე 40 ოფიცერი ჩაირიცხა. კურსის განმავლობაში ისინი სამეთაურო-საშტაბო უნარ-ჩვევებს დაეუფლებიან. პროგრამა, რომელიც მიმდინარე სასწავლო წლიდან ხორციელდება, კოლეჯში არსებულ აკრედიტებულ სამაგისტრო პროგრამაზეა მორგებული. სამეთაურო-საშტაბო კურსი 44 სასწავლო კვირისგან შედგება. მსმენელები გაივლიან კურსებს ლიდერობასა და მენეჯმენტში, საბრძოლო ოპერაციების საფუძვლებში, ბატალიონისა და ბრიგადის ოპერაციებში, სამხედრო კამპანიების დაგეგმვასა და აღსრულებაში, სტაბილურობის შენარჩუნებასა და სამოქალაქო მხარდაჭერის ოპერაციებში, თავდაცვის დაგეგმარებასა და პროგრამულ მენეჯმენტში, ომის თეორიასა და სამხედრო ხელოვნების ისტორიაში. სამეთაურო-საშტაბო სკოლა 2009 წელს ამერიკელ მრჩეველთა ჯგუფის მხარდაჭერით დაფუძნდა. ხუთი წლის განმავლობაში სკოლა წარმატებით დაამთავრა 145 მსმენელმა, მათ შორის, 142 ოფიცერმა და 3 სამოქალაქო პირმა. (NS)
დათუნაშვილი - გაზის გაძვირება კატასტროფული გადაწყვეტილება, რომელიც ძალიან მძიმე ტვირთად დააწვება თითოეულ ოჯახს ამ ქვეყანაში
მეუფე ვახტანგი სამორინეებზე - როგორმე, პარლამენტში ხელახლა უნდა გავიდეს და დააიგნორონ
საქართველოში მენეჯერების პოზიციაზე ქალების ხელფასი საშუალოდ 2 713 ლარია, ხოლო კაცების — 4 312 ლარი
ელენე ხოშტარია: იკრძალება არა 5, არამედ 7 პარტია
|
რედაქტორის რჩევით
ივანიშვილის რეჟიმი ხალხს წყლის და გაზის გადასახდელებს უმატებს
700 დღე პროტესტი საქართველოში: დაღლასა და დანებებას შორის
ომი უკრაინაში
რუსეთის მიერ ოკუპირებული ოლეშკადან ხალხის ევაკუაცია დაიწყო
ფინეთისა და ნორვეგიის ლიდერებმა პუტინს აცნობეს ზელენსკის მზადყოფნის შესახებ, პირად შეხვედრაზე განიხილოს ტერიტორიული საკითხი
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
|


ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან



epn.ge (@expressnews.ge)