|
2016-09-16 22:51:30, 780 ნახვა
პოლიტიკა
კახიშვილმა მთავრობას სასჯელაღსრულების სამინისტროს მიერ მომზადებული საკანონმდებლო ცვლილებათა პაკეტი წარუდგინა
სასჯელაღსრულებისა და პრობაციის მინისტრმა კახა კახიშვილმა მთავრობის დღევანდელ სხდომაზე განსახილველად, სასჯელაღსრულებისა და პრობაციის სამინისტროს მიერ „პატიმრობის კოდექსსა“ და თანმდევ კანონებში მომზადებული საკანონმდებლო ცვლილებათა პაკეტი წარადგინა. ინიცირებულია სულ 19 კანონპროექტი, რომელიც სხვადასხვა საკითხს ეხება და სასჯელის აღსრულების სფეროში არაერთი სიახლის დანერგვას ითვალისწინებს. ცვლილებათა პაკეტის მიხედვით, იქმნება სრულიად ახალი ტიპის - გათავისუფლებისთვის მომზადების თავისუფლების აღკვეთის დაწესებულება; პირველად საქართველოში, მსჯავრდებულს უმაღლესი განათლების მიღების უფლება მიეცემა; სასჯელის ახალი სახე - შინაპატიმრობა სრულწლოვანი მსჯავრდებულებისთვისაც დაინერგება; მცირდება დისციპლინური პატიმრობის ვადები; იცვლება პირობით ვადამდე გათავისუფლების საკითხის ინიცირების წესი; იხვეწება ადგილობრივი საბჭოს მიერ მსჯავრდებულის პირობით ვადამდე გათავისუფლების საკითხზე მიღებული გადაწყვეტილების გასაჩივრების მექანიზმი; იცვლება უვადოდ თავისუფლებააღკვეთილ მსჯავრდებულთა გათავისუფლების მექანიზმი; პენიტენციურ დაწესებულებაში განთავსებულ ქალ მსჯავრდებულს, რომელსაც დაწესებულებაში ჰყავს მცირეწლოვანი ბავშვი, მიეცემა უფლება უქმე დღეებში დატოვოს თავისუფლების აღკვეთის დაწესებულება 3 წლის ასაკის მიღწევის გამო ბავშვის გაყვანის შემდეგ და სხვა. სასჯელაღსრულებისა და პრობაციის სამინისტროს მიერ მომზადებული საკანონმდებლო ცვლილებათა პაკეტის მიზანია სასჯელის აღსრულების სფეროში საქართველოს კანონმდებლობის საერთაშორისო სტანდარტებთან დაახლოება; საერთაშორისო ორგანიზაციების რეკომენდაციების შესრულება, ასევე, ბრალდებულთა/მსჯავრდებულთა რეაბილიტაციის პროცესის ხელშეწყობა და მათი საზოგადოებაში ინტეგრაცია. საკანონმდებლო ცვლილებათა პაკეტზე მუშაობისას სამინისტრო აქტიურად თანამშრომლობდა საქართველოს მთავრობის ადმინისტრაციასთან, განათლებისა და მეცნიერების სამინისტროსთან; შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტროსთან; იუსტიციის სამინისტროსა და მთავარ პროკურატურასთან. ამასთან, საკანონმდებლო პაკეტის პირველადი ვარიანტი სისხლის სამართლის რეფორმის უწყებათაშორისი საკოორდინაციო საბჭოს სხდომაზეც იყო წარდგენილი, სადაც საბჭოს წევრებმა, საერთაშორისო და ადგილობრივი არასამთავრობო ორგანიზაციების წარმომადგენლებმა დადებითად შეაფასეს.
ევროკავშირი სანქციებსა და ვიზების შეზღუდვებს ამზადებს, რათა რუსებმა გლობალურ სპორტში დაბრუნება ვერ შეძლონ
ხაბეიშვილი - ვცდილობ სიმართლე გითხრათ: დაყენებული სახეები, ფონად წიგნები და ხალხის დაშტერება, მოტყუება, რომ ჩვენი ბედი ბრიუსელში ან “აშხაბადში” წყდება
სიძულვილით გამორჩეული სამხარაძის მევიოლინე მამას 4 ქალაქში კონცერტისთვის ბიუჯეტიდან 164 750 ლარს გადაუხდიან
საპატრიარქო შეშფოთებულია აზერბაიჯანში ქართულ ტაძარში მიმდინარე სამუშაოებით
|
რედაქტორის რჩევით
აგვისტოში, საარსებო შემწეობის მიმღებთა რიცხვი კიდევ 6500-ით შემცირდა,- რეჟიმი ხალხს შემწეობას აღარ უხდის
როგორ ემსახურება კრემლს ივანიშვილი და მისი მარიონეტები, პატიმრების რუსეთში ექსტრადირების განახლებით
ომი უკრაინაში
კიევზე რუსეთის საჰაერო დარტყმების შედეგად ორი ადამიანი დაიღუპა და რვა დაშავდა
ზაპოროჟიეში დამპყრობლებმა სავაჭრო ცენტრებსა და მაღალსართულიან შენობებს შეუტიეს, 5 ადამიანი დაშავდა
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
აგვისტოში, საარსებო შემწეობის მიმღებთა რიცხვი კიდევ 6500-ით შემცირდა,- რეჟიმი ხალხს შემწეობას აღარ უხდის
მთავარი თემა
|


ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან



epn.ge (@expressnews.ge)