03:04 - 19 Sep, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2016-09-16 22:36:38, 2314 ნახვა

სპეციალური ანონსი
17 სექტემბრის სპეციალური ანონსი

17 სექტემბერს, 11:00 საათზე, საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრი ალექსანდრე ჯეჯელავა საქართველოში პირველ „მეცნიერებისა და ინოვაციების თბილისის ფესტივალ - 2016” გახსნის, რომელშიც მონაწილეობას მიიღებენ საქართველოში ევროკავშირის წარმომადგენლობის ხელმძღვანელი ელჩი, იანუშ ჰერმანი, საქართველოს კულტურისა და ძეგლთა დაცვის მინისტრი, მიხეილ გიორგაძე, თბილისის მერის მოადგილე, ნინა ხატისკაცი.
მის.: წერეთლის N118, ”ექსპო-ჯორჯიას“ მესამე პავილიონი

17 სექტემბერს, 13:00 საათზე, ბოლნისში, კულტურის ცენტრში მწერლები გიორგი ლობჟანიძე, ოქტაი ქაზუმოვი და გურამ მეგრელიშვილი ადგილობრივ მოსახლეობას შეხვდებიან და საკუთარ შემოქმედებას გააცნობენ; საუბარი, ასევე შეეხება კულტურული დიალოგის გაღრმავების მნიშვნელობას. მწერლები მკითხველთან ინტერაქციის რეჟიმში გამართავენ დიალოგს. 

17 სექტემბერს, 14.00 საათზე, მთავარი პროკურატურის შესასვლელთან, 2 წლის წინ ხანუმ ჯეირანოვას თვითმკვლელობის ფაქტთან დაკავშირებით კავშირი „საფარი“ აქციას გამართავს.
საკონტაქტო ტლ: 577 111817

17 სექტემბერს, 17:30 საათზე, ”თიბისი ბანკის” მხარდაჭერით, სოფელ გარიყულაში (კასპის რაიონი) ძმებ ზდანევიჩების სახელობის თანამედროვე ხელოვნების მე-8 საერთაშორისო ფესტივალი - „ფესტინოვა 16“ საზეიმოდ გაიხსნება.
მის.: სოფელი გარიყულა (კასპის რაიონი), არტ ვილა გარიყულა

17 სექტემბერს, 20:00 საათზე, პროექტის Check in Georgia ფარგლებში, ქალაქ რუსთავის მერიის მიმდებარე ტერიტორიაზე, „რუსთავქალაქობის“ აღსანიშნავად, ქართველი შემსრულებლების მონაწილეობით კონცერტი გაიმართება.





ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან


სოციალური ქსელები
ტრამპმა ხელი მოაწერა კანონს რუსეთის წინააღმდეგ „ჯოჯოხეთური სანქციების“ შესახებ
საფრანგეთსა და შეერთებულ შტატებში დიზელის დეფიციტის გამო საწვავის კრიზისი დაიწყო
მაკრონმა საფრანგეთის ინფრასტრუქტურის დრონებით თავდასხმებისთვის მზადყოფნის ბრძანება გასცა
რუსეთის ერთ-ერთი ყველაზე ტიტულოვანი რეჟისორი ზვიაგინცევი „უცხოელი აგენტად“ გამოაცხადა
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics