16:42 - 25 Sep, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2016-09-16 17:01:43, 1366 ნახვა

ეკონომიკა
იუსტიციის მინისტრი თეა წულუკიანი ფოკის საჯარო სკოლას ეწვია

იუსტიციის მინისტრი თეა წულუკიანი ფოკის საჯარო სკოლას ეწვია და ფოკელ მოსწავლეებს სასწავლო წლის დაწყება პირადად მიულოცა.

მინისტრმა პირველკლასელებს და ფოკის საჯარო სკოლის მაღალი კლასის მოსწავლეებს წარმატებული სასწავლო წელი უსურვა და სახელმწიფო ენის შესწავლის აუცილებლობაზე ესაუბრა:

„იმისათვის, რომ თითოეული თქვენგანი იყოს ამ ქვეყნის წარმატებული მოქალაქე, აუცილებელია, ისწავლოთ ქართული ენა ისევე, როგორც მშობლიური ენა იცით. კარიერის მანძილზე სახელმწიფო სამსახურში წარმატების მისაღწევად უმნიშვნელოვანესია, ფლობდეთ სახელმწიფო ენას. ამისთვის თქვენ გყავთ შესანიშნავი მასწავლებელი კლარა ფოცხვერაშვილი, რომელმაც თავისი ცხოვრება გადადო იმისათვის, რომ თქვენ ქართული ისწავლოთ. სწორედ ამ მიზნით ჩვენ დღეს ფოკაში საზოგადოებრივ ცენტრთან ბიბლიოთეკას და შეხვედრების დარბაზს ვხსნით. ბიბლიოთეკაში თქვენ გექნებათ წიგნები, კომპიუტერები, სადაც ჩატვირთულია ელექტრონული ბიბლიოთეკა; გექნებათ შეხვედრების დარბაზი ტრენინგებისთვის, რომელსაც ჩვენ ცოდნის გასაღრმავებლად გთავაზობთ; და ჩვენ გავაკეთებთ ყველაფერს, რომ იყოთ საქართველოს წარმატებული მოქალაქეები“.

როგორც თეა წულუკიანმა აღნიშნა, ფოკის საჯარო სკოლა უკვე არის განსაკუთრებული, ვინაიდან ამ სკოლის 70 მოსწავლე წელს საქართველოს სხვადასხვა უმაღლესი სასწავლებლის სტუდენტი გახდა.





ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან


სოციალური ქსელები
Transparency International Georgia - მიხეილ სააკაშვილის სახელი შეტანილი იქნება ჩვენი ორგანიზაციის მიერ შედგენილი პოლიტიკური პატიმრების სიაში
რუსეთი სამშენებლო კომპანიების გაკოტრების ტალღამ მოიცვა
დააკავეს ნაცისტურ-ფაშისტური იდეოლოგიის მქონე დაჯგუფების ერთ-ერთი ლიდერი - შსს
საქართველოს ბანკმა საერთაშორისო საბანკო ურთიერთობები Standard Chartered Bank-თან გააფართოვა
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics