|
2016-09-16 11:46:59, 768 ნახვა
პოლიტიკა
პრემიერი: სივრცითი მოწყობის პროექტი 1 000 კმ-მდე საავტომობილო გზის მშენებლობა-რეკონსტრუქციას ითვალისწინებს
საქართველოს გააჩნია რესურსი, რომ გახდეს ეკონომიკურად მიმზიდველი და დიდი შესაძლებლობების მქონე ქვეყანა, რისთვისაც საჭიროა მისი არსებული მდგომარეობის რაციონალური გააზრება და სწორი სივრცითი დაგეგმვა და განვითარება, - ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა გიორგი კვირიკაშვილმა სივრცითი მოწყობის პროექტის პრეზენტაციის დროს განაცხადა. პრემიერის თქმით, მიუხედავად გეოგრაფიული მდებარეობისა, მოსახლეობას უნდა შეუქმნან თანაბარი პირობები, იმისთვის, რომ ხალხი მთას დაუბრუნდეს. "ყველა რეგიონის მოსახლეობისთვის, თანამბრად ხელმისაწვდომი უნდა გახდეს, ისეთი სერვისები, როგორიც არის ხარისხიანი განათლება, ჯანდაცვა და სოციუალური ინფრასტრუქტურა. ხელი უნდა შეეწყოს მოსახლეობის დასაქმებას მშობლიურ რეგიონებში. ტურისტებს რა თქმა უნდა შეფერხების გარეშე უნდა შეეძლოთ ჩასვლა ნებისმიერ რეგიონში და საქართველოს ყველა რეგიონი უნდა გადავაქციოთ 4 სეზონიან საკურორტო მიმართულებათ. ამის მიღწევა შესაძლებელია მსოფლიოს მოწინავე ქვეყნებში აპრობირებული გზით, ინსტრუმენტით, რომელსაც ქვეყნის სივრცითი მოწყობა ჰქვია", - განაცხადა პრემიერმა. როგორც გიორგი კვირიკაშვილმა აღნიშნა, უახლოეს 4 წელიწადში საქართველოში 1 000 კმ-მდე საავტომობილო გზის მშენებლობა-რეკონსტრუქცია იგეგმება, რასაც ქვეყნის სივრცითი მოწყობის პროექტი ითვალისწინებს. "სივრცითი მოწყობის ფუნქცია გახლავთ, უზრუნველყოს სივრცის რაციონალური, მდგრადი და დაბალანსებული გეგმა. ამ ინსტრუმენტის საშუალებით იქნება შესაძლებელი ქვეყნის ეკონომიკური, სოციალური და ეკოლოგიური სარგებლის მიღება, ინვესტიციისა და განვითარებისთვის უფრო სტაბილური და გათვლადი პირობების შედგენა, რაც თავის მხრივ განვითარების გარანტიას აძლევს ადგილობრივ მოსახლეობას და ხელს უწყობს მიწისა და ბუნებრივი რესურსების გონივრულ, რაციონალურ გამოყენებას. კომპლექსური მიდგომით, საზოგადოების მაქსიმალური ჩართულობით და ანალიზის საფუძველზე ყალიბდება ხედვა, მოკლე, საშუალო და გრძელვადიანი სტრატეგიული სამოქმედო გეგმები დემოგრაფიის, სოფლის მეურნეობის, ინსუდტრიის, ტურიზმის, ინფრასტრუქტურის, გარემოს დაცვის, ტექნოლოგიების, განათლების და საქართველოს რეგიონების სპეციფიკის გათვალისწინებით", - აღნიშნა კვირიკაშვილმა. ამასთან, პრემიერის ინფორმაციით, უცხოელი ექსპერტების ჩართულობით სივრცითი მოწყობის მიმართულებით მუშაობა უკვე მიმდინარეობს. მანვე აღნიშნა, რომ საქართველოს მთავრობა უკვე მუშაობს ქვეყნის სივრცითი მოწყობის სქემის შექმნაზე და ამ რეფორმის ფარგლებში უნდა შეიქმნას ახალი სატრანსპორტო არტერიები. კვირიკაშვილის განცხადებით, იგეგმება 550 კმ ავტომაგისტრალის მშენებლობა, ასევე, 800 კმ-მდე გზის რეაბილიტაცია. გარდა ამისა, იგეგმება 300-მდე სახიდე გადასასვლელის და 50 საავტომობილო გვირაბის მშენებლობა.
ევროკავშირი სანქციებსა და ვიზების შეზღუდვებს ამზადებს, რათა რუსებმა გლობალურ სპორტში დაბრუნება ვერ შეძლონ
ხაბეიშვილი - ვცდილობ სიმართლე გითხრათ: დაყენებული სახეები, ფონად წიგნები და ხალხის დაშტერება, მოტყუება, რომ ჩვენი ბედი ბრიუსელში ან “აშხაბადში” წყდება
სიძულვილით გამორჩეული სამხარაძის მევიოლინე მამას 4 ქალაქში კონცერტისთვის ბიუჯეტიდან 164 750 ლარს გადაუხდიან
საპატრიარქო შეშფოთებულია აზერბაიჯანში ქართულ ტაძარში მიმდინარე სამუშაოებით
|
რედაქტორის რჩევით
აგვისტოში, საარსებო შემწეობის მიმღებთა რიცხვი კიდევ 6500-ით შემცირდა,- რეჟიმი ხალხს შემწეობას აღარ უხდის
როგორ ემსახურება კრემლს ივანიშვილი და მისი მარიონეტები, პატიმრების რუსეთში ექსტრადირების განახლებით
ომი უკრაინაში
კიევზე რუსეთის საჰაერო დარტყმების შედეგად ორი ადამიანი დაიღუპა და რვა დაშავდა
ზაპოროჟიეში დამპყრობლებმა სავაჭრო ცენტრებსა და მაღალსართულიან შენობებს შეუტიეს, 5 ადამიანი დაშავდა
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
აგვისტოში, საარსებო შემწეობის მიმღებთა რიცხვი კიდევ 6500-ით შემცირდა,- რეჟიმი ხალხს შემწეობას აღარ უხდის
მთავარი თემა
|


ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან



epn.ge (@expressnews.ge)