|
2016-09-15 19:55:46, 1233 ნახვა
ეკონომიკა
დიმიტრი ქუმსიშვილი ევროპის საინვესტიციო ბანკის მიერ გამართულ პრეზენტაციას დაესწრო
საქართველოს პირველი ვიცე-პრემიერი დიმიტრი ქუმსიშვილი მოხსენებით წარსდგა ევროპის საინვესტიციო ბანკისა (EIB) და საქართველოს ინოვაციების და ტექნოლოგიების სააგენტოს ერთობლივ ღონისძიებაზე, სადაც საქართველოში არსებული ინოვაციური ბიზნესისთვის ფინანსური დახმარების ინსტრუმენტების ხელმისაწვდომობის საკითხები განიხილეს. „როდესაც ჩვენ ვსაუბრობთ ინოვაციური ბიზნესის დაფინანსებაზე, კვლევების დაფინანსებაზე - ეს არის ძალიან მაღალრისკიანი ბიზნესი და შესაბამისად, კომერციულ ბანკებს და სხვა საფინანსო ინსტიტუტებს სჭირდებათ განსაკუთრებული ცოდნა და მხარდაჭერა იმისთვის, რომ აღნიშნული განახორციელონ. სწორედ ამისთვის შექმნილია InnovFin - პროგრამა, რომელიც კომერციულ ბანკებს, იმ ინსტიტუტებს, ვისაც სურვილი აქვთ, რომ დააფინანსონ ინოვაციური პროექტები, მხარს უჭერს და შესაბამისი სპეციალური საგარანტიო პროგრამებით ახდენს გარანტირებას იმისა, რომ აღნიშნული სესხები იქნება დაბრუნებული. ასევე სხვა მრავალი ფინანსური ინსტრუმენტი, რომელიც მნიშვნელოვანია ინოვაციური პროექტების განვითარებისთვის. მინდა აღვნიშნო, რომ გარდა კომერციული ბანკებისა, მომავალში პროექტების წარდგენა პირდაპირ შეეძლებათ უნივერსიტეტებს, კვლევით ცენტრებს და ყველა იმ დაწესებულებას, ვინც დაინტერესებულია ინოვაციური ბიზნესიდეებისა და კვლევების განვითარებით”, - განაცხადა დიმიტრი ქუმსიშვილმა. როგორც პირველმა ვიცე-პრემიერმა აღნიშნა, დღეს ევროპის კომისიასთან და ევროპის საინვესტიციო ბანკთან ერთად საქართველოში ტარდება ღონისძიება, რომლის ძირითადი მიზანია პრეზენტაციების გამართვა და ინფორმაციის მიწოდება კომერციული ბანკებისა და ინოვაციების განვითარებით დაინტერესებული ყველა პირისთვის. „ისინი მიიღებენ დეტალურ ინფორმაციას, თუ როგორ უნდა მოახდინონ აპლიკაციების გაკეთება და შემდგომ ფინანსების მიღება 24 მილიარდიანი ფონდიდან, რომელზეც საქართველოს წვდომა ევროკავშირთან ასოცირების ხელშეკრულებისა და ასევე პროგრამა ,,ჰორიზონტი 2020“-ის ხელმოწერის შემდეგ გაეხსნა“ - აღნიშნა დიმიტრი ქუმსიშვილმა. ტექნოპარკში გამართულ ღონისძიებას მთავრობის წამომადგენლები, ფინანსური ოფიცრები, ინოვაციური კომპანიების მენეჯერები, ფინანსური შუამავლები, ქართული სტარტაპები და სხვა მოწვეული სტუმრები ესწრებოდნენ.
ვიღებთ სრულ პასუხისმგებლობას ანტიდოპინგური პროცესის გაუმჯობესებაზე – რაგბის კავშირი
პუტინმა განაცხდა უკვე მეშვიდედ, რომ რაკეტა სარმატა გამოსცადა
ზატულინი -ევროკავშირი საქართველოს რუსეთის წინააღმდეგ „მეორე ფრონტის“ გახსნისკენ უბიძგებს
საქართველოში რუსეთის ინტერესების სექცია - ახალი პატრიარქის არჩევის შესახებ ამბავი რუსეთში დიდი ენთუზიაზმით მიიღეს
|
რედაქტორის რჩევით
არჩეული პატრიარქის რუსული კავშირები
არჩეული პატრიარქი შიო მესამედ იწოდა, ვინ იყვნენ შიო პირველი და შიო მეორე
ომი უკრაინაში
The Economist - უკრაინამ სამი წლის განმავლობაში პირველად აიღო ინიციატივა ფრონტის ხაზზე
„რეალური მოლაპარაკებები აღარ მიმდინარეობს“ - უკრაინა ემზადება ომის გასაგრძელებლად აშშ-ის დახმარების გარეშე
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
არჩეული პატრიარქის რუსული კავშირები
დღის თემა
|


ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან



epn.ge (@expressnews.ge)