|
2016-09-15 16:51:04, 1338 ნახვა
ეკონომიკა
თბილისში ფრანგული ბრენდის ჰიპერმარკეტი გაიხსნა
თბილისში ცნობილი ფრანგული ბრენდის, BRICORAMA-ს სარემონტო მასალების ჰიპერმარკეტი გაიხსნა. ეკონომიკისა და მდრადი განვითარების სამინისტროს ინფორმაციით, მარშალ გელოვანის გამზირზე 6 000 კვ.მ. ფართობზე განთავსებული სავაჭრო ცენტრის ოფიციალური გახსნის ღონისძიებას საქართველოს პირველი ვიცე-პრემიერი დიმიტრი ქუმსიშვილი, თბილისის მერი დავით ნარმანია და საფრანგეთის ელჩი საქართველოში პასკალ მენიედაესწრნენ. როგორც დიმიტრი ქუმსიშვილმა კომენტარში აღნიშნა, ეს არის პირველი ჰიპერმარკეტი, რომელიც ფრანგულმა ბრენდმა ევროპის კავშირის გარეთ გახსნა. „კომპანია ევროპის მასშტაბით ფლობს 200 ჰიპერმარკეტს და ერთ-ერთი ყველაზე ძლიერი ბრენდია ამ მიმართულებით. ჰიპერმარკეტში ძირითადად წარმოდგენილია სამშენებლო-სარემონტო პროდუქცია, რომელიც ჩვენ გვჭირდება იმისთვის, რომ გავიუმჯობესოთ ჩვენი ცხოვრება. ამ პროექტში განხორციელდა 20 მილიონი ლარის ინვესტიცია და დასაქმდა 90-ზე მეტი ადამიანი. აქვე მინდა აღვნიშნო, რომ 2015 წლის მეორე კვარტალთან შედარებით 2016 წლის მეორე კვარტალში ვაჭრობაში 10%-ით მეტი ადამიანი დასაქმდა. დღეს ვაჭრობაში 153 000-ზე მეტი ადამიანია დასაქმებული, ხოლო 2015 წელთან შედარებით 14 000-ით მეტი ადამიანი. ეს არის დადასტურება იმისა, თუ სად იქმნება ვაჭრობაში ადგილები და როგორ მიდის საქართველო წინ“ - განაცხადა დიმიტრი ქუმსიშვილმა. „ბრიკორამას“ წარმომადგენლების ინფორმაციით, ჰიპერმარკეტი არის “აკეთე შენით” ე.წ. DIY yourself) კონცეფციის, რაც განსაკუთრებულად უმარტივებს მომხმარებელს აშენების, რემონტის, სახლისა და ეზოს მოწყობის პროცესს. მათი განცხადებით, ჰიპერმარკეტში ნაყიდი მასალებით ყველას აქვს შესაძლებლობა მიიღოს მონაწილეობა საკუთარი„საოცნებო სივრცის“ შექმნაში. ჰიპერმარკეტის ძირითადი მიმართულებებია: სამშენებლოდა სარემონტო მასალები, ელექტროობა, სანტექნიკა და აქსესუარები, მოსაპირკეთებელი მასალა, იატაკი და ფილები, შპალერი, ელექტრო და ხელის ინსტრუმენტები, ლაქ-საღებავები, განათება, ეზოს ავეჯი, ეზოსა და ბაღის მოვლისა და მოწყობის საშუალებები, დეკორაცია და ასევე, მრავალი სხვადასხვა კატეგორიის პროდუქტის ფართო არჩევანი. ცნობისთვის, „ბრიკორამამ“ პირველი მაღაზია 1975 წელს გახსნა საფრანგეთში და დღეს ის ევროპის მასშტაბით უკვე 200-ზე მეტი ჰიპერმარკეტის მფლობელია. აღსანიშნავია, რომ ჰიპერმარკეტი თბილისში ფრანგულის ზუსტი ანალოგია. როგორც კომპანიაში აცხადებენ, ამ ბრენდის შემოსვლით ევროსტანდარტის პროდუქცია გაცილებით ხელმისაწვდომი ხდება საქართველოს მოსახლეობისთვის და, რაც მთავარია, ყველა საფასო კატეგორიის მომხმარებელი შეძლებს, რომ იპოვოს მისთვის სასურველი პროდუქტი. (NS)
ვიღებთ სრულ პასუხისმგებლობას ანტიდოპინგური პროცესის გაუმჯობესებაზე – რაგბის კავშირი
პუტინმა განაცხდა უკვე მეშვიდედ, რომ რაკეტა სარმატა გამოსცადა
ზატულინი -ევროკავშირი საქართველოს რუსეთის წინააღმდეგ „მეორე ფრონტის“ გახსნისკენ უბიძგებს
საქართველოში რუსეთის ინტერესების სექცია - ახალი პატრიარქის არჩევის შესახებ ამბავი რუსეთში დიდი ენთუზიაზმით მიიღეს
|
რედაქტორის რჩევით
არჩეული პატრიარქის რუსული კავშირები
არჩეული პატრიარქი შიო მესამედ იწოდა, ვინ იყვნენ შიო პირველი და შიო მეორე
ომი უკრაინაში
The Economist - უკრაინამ სამი წლის განმავლობაში პირველად აიღო ინიციატივა ფრონტის ხაზზე
„რეალური მოლაპარაკებები აღარ მიმდინარეობს“ - უკრაინა ემზადება ომის გასაგრძელებლად აშშ-ის დახმარების გარეშე
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
არჩეული პატრიარქის რუსული კავშირები
დღის თემა
|


ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან



epn.ge (@expressnews.ge)