|
2016-09-15 15:42:05, 623 ნახვა
პოლიტიკა
მაკრახიძე თორტიზისა და ბერბუკის სოფლების დევნილთა ჩასახლებაში მცხოვრებ მოსახლეობას შეხვდა
„ქართული ოცნება -დემოკრატიული საქართველოს“ ქალაქ გორის მაჟორიტარი დეპუტატობის კანდიდატი იოსებ მაკრახიძე თორტიზისა და ბერბუკის სოფლების დევნილთა ჩასახლებაში მცხოვრებ მოსახლეობას შეხვდა. მაჟორიტარობის კანდიდატმა მომდევნო 4 წლის განმავლობაში განსახორციელებელ პრიორიტეტულ საკითხებზე, მოსახლეობის სოციალურ -ეკონომიკური მდგომარეობის გაუმჯობესებაზე, დასახლებებში არსებულ პრობლემებსა და მათი გადაჭრის გზებზე ისაუბრა. „მოსახლეობის ძირითად პრობლემას საგზაო და წყალმომარაგების ინფრასტრუქტურა წარმოადგენს. 2012 წლიდან ჩვენი ხელისუფლება მაქსიმალურად მუშაობს ინფრასტრუქტურული პრობლემების მოგვარებაზე, შედეგად მივიღეთ, რომ ამ დროისთვის 150 000 მეტ ადამიანს რეგიონებში გაუუმჯობესდა სასმელი წლის მიწოდების ხარისხი და გრაფიკი.მომდევნო ოთხი წლის განმავლობაში კი საგზაო ინფრასტრუქტურა რევოლუციური ტემპით განვითარდება. ჩვენს მოსახლეობას აღარ ექნება გზის, წყლის, ელექტროენერგიის, გაზის, ინტერნეტის პრობლემა. ჩვენ შევქმნით დასავლური სტანდარტებისა და ღირებულებების ქვეყანას. ჩვენი ხელისუფლების პირობებში დაგროვებითი საპენსიო სისტემის დანერგვა იგეგმება, რომელიც მოსახლეობის კეთილდღეობაზეა ორიენტირებული.კერძო საპენსიო სისტემა შესაძლებლობას მისცემს მოქალაქეს, შექმნას დანაზოგი, რომელიც წლების განმავლობაში დასაქმებულის მიერ გამომუშავებული ხელფასის პირდაპირ პროპორციული იქნება“, - განაცხადა იოსებ მაკრახიძემ ამომრჩეველთან შეხვედრისას. წინასაარჩევნო კამპანიის ფარგლებში, იოსებ მაკრახიძე ასევე შეხვდა ქალაქ გორში ე.წ „ტუბრაზის“, ცენტრისა და სადგურის დასახლებებში მცხოვრებ მოსახლეობას. მაჟორიტარობის კანდიდატმა ამომრჩველს პარტია „ ქართული ოცნება- დემოკრატიული საქართველოს“ წინაარჩევნო პროგრამა გააცნო , მთავრობის 4 პუნქტიან გეგმაზე , ქალაქის კეთილმოწყობასა და განვითარების გეგმაზე ისაუბრა. „ჩვენს გამარჯვებამდე სულ უფრო ცოტა რჩება.მინდა თითოეულ გორელს მადლობა გადავუხადო ასეთი თანადგომისთვის. ერთად დგომით ჩვენ შევძლებთ არსებული პრობლემების მოგვარებასა და ჩვენი შვილებისთვის უკეთესი ცხოვრების შექნმას. ჩვენ ვდგავართ მნიშვნელოვანი გამოწვევების წინაშე, რომელთა შორის უმთავრესია ქვეყნის ეკონომიკის სწრაფი განვითარება, რაც მოსახლეობის კეთილდღეობის გარანტიაა. საქართველოს ხელისფლების 4 პუნქტიანი გეგმის ამოსავალ წერტილს სწორედ ეკონომიკური გარღვევა წარმოადგენს, რის შედეგათაც ჩვენი ქვეყნის ეკონომიკური პოლიტიკის კურსი განვითარებისკენ იქნება მიმართული. ჩვენი ხელისუფლებისთვის კვლავ პრიორიტეტული რჩება ჯანდაცვის სფერო.შენარჩუნდება არსებული საყოველთაო ჯანდაცვის სისტემა, გაიზრდება პირველადი ჯანდაცვის სისტემის დაფინანსების მოცულობა, ოჯახის ექიმის როლი და მნიშვნელობა. კიდევ უფრო მაშტაბური გახდება ჯანდაცვის სპეციალიზებული მიმართულებების პროგრამული დაფინანსება“, - განაცხადა „ ქართული ოცნება-დემოკრატიული საქართველოს“ ქ.გორის მაჟორიტარი დეპუტატობის კანდიდატმა იოსებ მაკრახიძემ.
ევროკავშირი სანქციებსა და ვიზების შეზღუდვებს ამზადებს, რათა რუსებმა გლობალურ სპორტში დაბრუნება ვერ შეძლონ
ხაბეიშვილი - ვცდილობ სიმართლე გითხრათ: დაყენებული სახეები, ფონად წიგნები და ხალხის დაშტერება, მოტყუება, რომ ჩვენი ბედი ბრიუსელში ან “აშხაბადში” წყდება
სიძულვილით გამორჩეული სამხარაძის მევიოლინე მამას 4 ქალაქში კონცერტისთვის ბიუჯეტიდან 164 750 ლარს გადაუხდიან
საპატრიარქო შეშფოთებულია აზერბაიჯანში ქართულ ტაძარში მიმდინარე სამუშაოებით
|
რედაქტორის რჩევით
აგვისტოში, საარსებო შემწეობის მიმღებთა რიცხვი კიდევ 6500-ით შემცირდა,- რეჟიმი ხალხს შემწეობას აღარ უხდის
როგორ ემსახურება კრემლს ივანიშვილი და მისი მარიონეტები, პატიმრების რუსეთში ექსტრადირების განახლებით
ომი უკრაინაში
კიევზე რუსეთის საჰაერო დარტყმების შედეგად ორი ადამიანი დაიღუპა და რვა დაშავდა
ზაპოროჟიეში დამპყრობლებმა სავაჭრო ცენტრებსა და მაღალსართულიან შენობებს შეუტიეს, 5 ადამიანი დაშავდა
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
აგვისტოში, საარსებო შემწეობის მიმღებთა რიცხვი კიდევ 6500-ით შემცირდა,- რეჟიმი ხალხს შემწეობას აღარ უხდის
მთავარი თემა
|


ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან



epn.ge (@expressnews.ge)