|
2015-03-12 15:23:08, 1135 ნახვა
ეკონომიკა
გიორგი ქადაგიძე: პარლამენტის მოსმენის ასეთი ფორმატი არ მომწონს
საქართველოს ეროვნული ბანკის პრეზიდენტს გიორგი ქადაგიძეს, პარლამენტში ეროვნული ბანკის მოსმენა აღმასრულებელი ხელისუფლების წარმომადგენლებთან ერთად არ მოსწონს. როგორც ქადაგიძემ ჟურნალისტებს განუცხადა, მოსმენის ასეთი ფორმატი ეროვნული ბანკის პოლიტიზირების საფრთხეს ქმნის. „ფორმატი, როდესაც ეროვნული ბანკის მოსმენა ხდება, აღმსასრულებელი ხელისუფლების წარმომადგენლებთან ერთად, მე დიდად არ მომწონს, ვინაიდან, არის ძალიან დიდი საფრთხე ბანკის პოლიტიზირების. მიუხედავად ამისა, იმისთვის, რომ ყველა კითხვაზე პასუხი იყოს გაცემული, ეროვნული ბანკის ქმედებებთან დაკავშირებით, ჩვენ მზად ვართ ნებისმიერ ფორმატში, ნებისმიერ დროს ყველა ვუპასუხოთ. დღეს კი, ზუსტად ისეთი დღეა, როცა ყველა კითხვაზე პასუხები იქნება გაცემული ეროვნული ბანკის ქმედებებთან დაკავშირებით“, - განაცხადა გიორგი ქადაგიძემ. ცნობისთვის, პარლამენტში რამდენიმე წუთში დარგობრივი ეკონომიკის, ეკონომიკური პოლიტიკისა და საფინანსო საბიუჯეტო კომიტეტის გაერთიანებული სხდომა უნდა დაიწყოს, რომელსაც მთავრობის ეკონომიკური გუნდის წარმომადგენლები: ფინანსთა მინისტრი ნოდარ ხადური, ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრი გიორგი კვირიკაშვილი, ეროვნული ბანკის პრეზიდენტი გიორგი ქადაგიძე, ასევე, საპარლამენტო უმრავლესობისა და უმცირესობის წევრები დაესწრებიან.
სახელმწიფო მდივანმა განაცხადა, რომ პუტინი უკრაინის წინააღმდეგ ომში გამარჯვებას ვერ შეძლებს
ტრამპსა და ზელენსკის შეხვედრის შემდეგ, შესაძლოა Patriot-ის წარმოების ლიცენზია უკრაინას გადაეცეს
აშშ-ის სანქციების გამო, თურქეთმა ირანთან საავიაციო და საბანკო ურთიერთობების გაწყვეტა დაიწყო
ევროკავშირმა, საფრანგეთისა და ლუქსემბურგის ზეწოლის ქვეშ, უსმანოვისა და ფრიდმანის წინააღმდეგ სანქციები მოხსნა
|
რედაქტორის რჩევით
აგვისტოში, საარსებო შემწეობის მიმღებთა რიცხვი კიდევ 6500-ით შემცირდა,- რეჟიმი ხალხს შემწეობას აღარ უხდის
როგორ ემსახურება კრემლს ივანიშვილი და მისი მარიონეტები, პატიმრების რუსეთში ექსტრადირების განახლებით
ომი უკრაინაში
ზაპოროჟიეში დამპყრობლებმა სავაჭრო ცენტრებსა და მაღალსართულიან შენობებს შეუტიეს, 5 ადამიანი დაშავდა
კიევის რეგიონში რუსული თავდასხმის შედეგად დედა და ორი მცირეწლოვანი ბავშვი დაიღუპა, ხოლო კიდევ ერთი დედა-შვილი დაიჭრა
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
აგვისტოში, საარსებო შემწეობის მიმღებთა რიცხვი კიდევ 6500-ით შემცირდა,- რეჟიმი ხალხს შემწეობას აღარ უხდის
მთავარი თემა
|


ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან



epn.ge (@expressnews.ge)