11:57 - 17 Nov, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2016-09-15 12:38:18, 1102 ნახვა

ეკონომიკა
ივანიშვილი: თუ მინისტრები ჯიბეში უძვრებიან ბიზნესს, იქ ინვესტიციები არ შემოდის

პრემიერ-მინისტრის გიორგი კვირიკაშვილის განცხადებით, რეგიონში  არსებული ეკონომიკური კრიზისი საქართველოზეც აისახება.

თუმცა, როგორც ივანიშვილმა GDS-ის ახალ სატელევიზო გადაცემაში განაცხადა, საქართველო ეკონომიკური ზრდის ტემპით, რეგიონში ლიდერია.

"საქართველო მარტო საოცრებას ვერ მოახდენს, თუ სავაჭრო პარტნიორებში მძიმე სიტუაციაა. მარტო ერთი ქვეყანა სწრაფად ვერ განვითარდება. მიუხედავად იმისა, რომ რთული რეგიონალური პირობებია და კრიზისია, ამ სიდუხჭირეში ზრდის ტემპით საქართველო  რეგიონში ლიდერია. როცა ზოგადად ეკონომიკა იზრდება ყველგან, ყევლაზე მაჩანჩალა ქვეყანაშიც კი იზრდება. პარტნიორები ქაჩავენ მას. ვფიქრობ, უახლოეს დროში, ერთ წელიწადში ეს რეგიონალური კრიზისი უნდა დასრულდეს და ყველაფერი მზაობა აქვს დღეს საქართველოს იმისათვის, რომ ეკონომიკა ძალიან სწრაფი ტემპებით გაიზარდოს. ახალი გუნდის მოსვლის შემდეგ, ის სტანდარტები, რაც დავნერგეთ, რაც სჭირდება ბიზნესის განვითარებას, რომ კერძო საკუთრება უნდა იყოს ხელშეუხებელი, მთავრობა უნდა ლობირებდეს ყველა ტიპის ბიზნესს და ჯიბეში არ უნდა უძვრებოდეს. თუ მთავრობის მინისტრები ჯიბეში უძვრებიან ბიზნესს, იქ ინვესტიციები არ შემოდის. კონკურენტუნარიანი ბაზარი უდნა იყოს",-განაცხადა ბიძინა ივანიშვილმა და დასძინა, რომ თუ რაიმე უბედურება არ მოხდა,  7-8 წელიწადში  საქართველოში ეკონომიკური ზრდა უნდა გაორმაგდეს.

ამასთან, ბიძინა ივანიშვილმა რაჭის მოსახლეობას  მოუწოდა, არჩევნებზე მივიდნენ და საკუთარი პოზიცია დააფიქსირონ.





ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან


სოციალური ქსელები
რესპუბლიკელები რუსეთთან საბრძოლველად 300 მილიონი დოლარის გამოყოფას ითხოვენ
დაკავებულია პირი, რომელმაც ყოფილი მეუღლის მკვლელობა განიზრახა და ნაცნობს 25 000 დოლარის სანაცვლოდ, ქილერის მოძიება დაავალა
ევროკავშირის HICP მეთოდოლოგიით დათვლილი წლიური ინფლაცია საქართველოში 5.7%-ის ფარგლებში ფიქსირდება
პაპუაშვილი – ბათუმის პროცესი მართლაც იქცა ქართულ ნიურნბერგის პროცესად
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი








არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics