|
2016-09-14 17:23:02, 652 ნახვა
პოლიტიკა
უწყებათაშორისი კომისიის ეგიდით პოლიტიკური პარტიები მშვიდობიანი არჩევნებისთვის გაერთიანდნენ
თავისუფალი და სამართლიანი არჩევნებისთვის უწყებათაშორისი კომისიის ეგიდით წინასაარჩევნო პერიოდში ძალადობის პრევენციისა და ძალადობის წინააღმდეგ კამპანია „ძალა ვნებს არჩევნებს“ იწყება. საარჩევნო სუბიექტების წარმომადგენლები, მიუხედავად მათი პოლიტიკური შეხედულებებისა, მშვიდობიანი არჩევნების ჩატარებისთვის გაერთიანდნენ და დღეს ერთი ვიდეორგოლი ჩაწერეს. პოლიტიკოსები − პარტიის ცნობილი სახეები − ამომრჩევლებს მოუწოდებენ, კარგად გააცნობიერონ, თუ რა მნიშვნელოვანია არჩევნების ძალადობისაგან თავისუფალ გარემოში ჩატარება. საინფორმაციო კამპანიის მიზანია, თითოეულმა ამომრჩეველმა, პოლიტიკური პარტიების ყველა მხარდამჭერმა გააცნობიეროს, რა ზიანი მოაქვს ქვეყნისთვის წინასაარჩევნო პერიოდში გამოვლენილ ძალადობას, და სხვადასხვა შეხედულებისა და პოლიტიკური სიმპათიების მქონე მოქალაქეები ერთი მიზნით გააერთიანოს − 2016 წლის საპარლამენტო არჩევნები საქართველოში მშვიდ გარემოში, უმაღლეს დემოკრატიულ სტანდარტებთან შესაბამისად ჩატარდეს. წინასაარჩევნო პერიოდში ძალადობის წინააღმდეგ ერთობლივ ვიდეორგოლში მონაწილეობა პოლიტიკურ პარტიებს იუსტიციის მინისტრმა თავისუფალი და სამართლიანი არჩევნებისთვის უწყებათაშორისი კომისიის 2016 წლის 7 სექტემბრის სხდომაზე შესთავაზა. თეა წულუკიანმა საარჩევნო სუბიექტებს მოუწოდა, მონაწილეობა მიიღონ უპრეცედენტო საარჩევნო რგოლში, რომელსაც ერთი სათქმელი ექნება − „ძალა ვნებს არჩევნებს“. „პრემიერის ინიციატივით ჩვენ კანონიც გავამკაცრეთ და კამპანიაც დავგეგმეთ იმისათვის, რომ სამაგალითოდ, მშვიდობიანი და ძალადობისგან თავისუფალი არჩევნები უზრუნველყოთ 8 ოქტომბერს. ჩვენ მართლაც ვფლობთ ინფორმაციას, რომ ოპოიციური პარტიებში ერთ პარტიას აქვს სურვილი ქვეყანაში არეულობით გაფორმდეს საარჩევნო პროცესი. მაგრამ ეს სურვილი ჩვენ არ გვაშფოთებს, რადგან ყველა სტრუქტურა არის მოწოდების სიმაღლეზე”, - განაცხადა თეა წულუკიანმა. იუსტიციის მინისტრის წინადადებას 11 საარჩევნო სუბიექტი გამოეხმაურა: „ქართული ოცნება − დემოკრატიული საქართველო“; „ზვიადის გზა − უფლის სახელით“; „საქართველოს ერთიანი კომუნისტური პარტია“; „კახა ძაგანია, სოსო შატბერაშვილი, პაატა ჯიბლაძე, არჩილ ბენიძე − მემარცხენე ალიანსი“; „დავით თევზაძე − საქართველოს მშვიდობისათვის“; ბლოკი „ერთიანი ნაციონალური მოძრაობა“(„ერთიანი ნაციონალური მოძრაობა“, „ევროპული საქართველო“); ბლოკი „ჩვენები − სახალხო პარტია“ („ჩვენები“, „სახალხო პარტია“); ბლოკი „დავით თარხან-მოურავი, ირმა ინაშვილი − საქართველოს პატრიოტთა ალიანსი, გაერთიანებული ოპოზიცია“ („საქართველოს პატრიოტთა ალიანსი“, „ტრადიციონალისტები“, „კახა კუკავა − თავისუფალი საქართველო“, „თავისუფლება − ზვიად გამსახურდიას გზა“, „საქართველოს ძალოვან ვეტერანთა და პატრიოტთა პოლიტიკური მოძრაობა“, „ახალი ქრისტიან-დემოკრატები“); „საქართველო“; „ირაკლი ალასანია − თავისუფალი დემოკრატები“; „ჯონდი ბაღათურია − ქართული დასი“. საინფორმაციო კამპანიის წარმოების, ისევე როგორც კლიპის დამზადებისა და განთავსების, ხარჯებს იუსტიციის სამინისტრო გაიღებს.
ევროკავშირი სანქციებსა და ვიზების შეზღუდვებს ამზადებს, რათა რუსებმა გლობალურ სპორტში დაბრუნება ვერ შეძლონ
ხაბეიშვილი - ვცდილობ სიმართლე გითხრათ: დაყენებული სახეები, ფონად წიგნები და ხალხის დაშტერება, მოტყუება, რომ ჩვენი ბედი ბრიუსელში ან “აშხაბადში” წყდება
სიძულვილით გამორჩეული სამხარაძის მევიოლინე მამას 4 ქალაქში კონცერტისთვის ბიუჯეტიდან 164 750 ლარს გადაუხდიან
საპატრიარქო შეშფოთებულია აზერბაიჯანში ქართულ ტაძარში მიმდინარე სამუშაოებით
|
რედაქტორის რჩევით
აგვისტოში, საარსებო შემწეობის მიმღებთა რიცხვი კიდევ 6500-ით შემცირდა,- რეჟიმი ხალხს შემწეობას აღარ უხდის
როგორ ემსახურება კრემლს ივანიშვილი და მისი მარიონეტები, პატიმრების რუსეთში ექსტრადირების განახლებით
ომი უკრაინაში
კიევზე რუსეთის საჰაერო დარტყმების შედეგად ორი ადამიანი დაიღუპა და რვა დაშავდა
ზაპოროჟიეში დამპყრობლებმა სავაჭრო ცენტრებსა და მაღალსართულიან შენობებს შეუტიეს, 5 ადამიანი დაშავდა
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
აგვისტოში, საარსებო შემწეობის მიმღებთა რიცხვი კიდევ 6500-ით შემცირდა,- რეჟიმი ხალხს შემწეობას აღარ უხდის
მთავარი თემა
|


ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან



epn.ge (@expressnews.ge)