21:16 - 24 Sep, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2016-09-14 13:33:11, 576 ნახვა

პოლიტიკა
ირაკლი ალასანია: მე მჯერა ჩვენი პოლიციის

"თავისუფალი დემოკრატების" ლიდერი ირაკლი ალასანია მიიჩნევს, რომ არჩევნებზე საზოგადოებრივი უსაფრთხოება სწორედაც საპოლიციო ჯგუფებმა უნდა უზრუნველყონ.

როგორც ალასანიამ ჟურნალისტებს განუცხადა, მას ქართული პოლიციის სჯერა და იცის, რომ თავიანთ საქმეს პირნათლად შეასრულებენ.  თუმცა, მისივე თქმით, აუცილებელია სიფრთხილის გამოჩენა, რომ ძალოვანმა სტრუქტურებმა  რაიმე უკანონო დავალება არ მიიღონ:

"ორი აზრი არ არის იმაში, რომ საზოგადოებრივი უსაფრთხოება პოლიციამ უნდა უზრუნველყოს. მე მჯერა  ჩვენი პოლიციის. პრინციპულად ვიცი, რომ ჩვენი პოლიციელების დიდი უმრავლესობა არის პატრიოტები და საკუთარ საქმეს პირნათლად შეასრულებენ. საქმე სხვა რამეშია, როგორ დავალებას მიიღებენ უშიშროების სტრუქტურები; როგორ  დავალებას მიიღებენ რიგი პოლიციელები და ხომ არ არის  საფრთხე იმისა, რომ მათთვის არასასურველი შედეგის შემთხვევაში, გარკვეულ დაპირისპირებას ჰქონდეს ადგილი.სწორედ ამიტომ ჩამოდიან გრძელვადიანი დამკვირვებლები, რომლებიც უკვე აქ არიან, ჩვენ გვყავს ჩვენი წარმომადგენლები საარჩევნო უბნებზე და  პრაქტიკულად შეუძლებელი იქნება,  რომ ამ არჩევნების შედეგებზე მანიპულირება მოხდეს, მაგრამ უნდა ვიყოთ ფრთხილად და ყურადღებით",-აღნიშნა ირაკლი ალასანიამ.

აღნიშნული განცხადება ირაკლი ალასანიამ სასტუმრო "თბილისი მარიოტში" გააკეთა, სადაც რელიგიური უმცირესობების წარმომადგენლებს ხვდება და მათ პრობლემებს ისმენს.





ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან


სოციალური ქსელები
ევროკავშირი სანქციებსა და ვიზების შეზღუდვებს ამზადებს, რათა რუსებმა გლობალურ სპორტში დაბრუნება ვერ შეძლონ
ხაბეიშვილი - ვცდილობ სიმართლე გითხრათ: დაყენებული სახეები, ფონად წიგნები და ხალხის დაშტერება, მოტყუება, რომ ჩვენი ბედი ბრიუსელში ან “აშხაბადში” წყდება
სიძულვილით გამორჩეული სამხარაძის მევიოლინე მამას 4 ქალაქში კონცერტისთვის ბიუჯეტიდან 164 750 ლარს გადაუხდიან
საპატრიარქო შეშფოთებულია აზერბაიჯანში ქართულ ტაძარში მიმდინარე სამუშაოებით
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics