|
2016-09-13 15:39:08, 572 ნახვა
პოლიტიკა
საქართველოში აშშ-ის სავაჭრო მისიის ვიზიტი იმართება
საქართველოს სამუშაო ვიზტით12-14 სექტემბერს სტუმრობს ამერიკის შეერთებული შტატებისსავაჭრო მისია, რომელსაც ვაშინგტონის მერიის მცირე და ადგილობრივი ბიზნეს განვითარების დეპარტამენტის საერთაშორისო პროგრამების უფროსი ჯონათან ბრეიდი ხელმძღვანელობს. საგარეო საქმეთა სამინისტროს ინფორმაციით, სავაჭრო მისიაში მონაწილე კომპანიები საინფორმაციო ტექნოლოგიების, ენერგეტიკის, ჯანდაცვისა და სხვა სექტორებს წარმოადგენენ. მათივე ცნობით, ვიზიტის მიზანს საქრთველოში არსებული ბიზნეს შესაძლებლობების გაცნობა და ქართველ პატრნიორებთან შესაძლო საქმიანი კავშირების დამყარება წარმოადგენს. ვიზიტის ფარგლებში აშშ-ს დელეგაციის წარმომადგენლები შეხვედრებს მართავენ საქართველოს სხვადასხვა სამთავრობო სტრუქტურებში. საქართველოს ინოვაციებისა და ტექნოლოგიების სააგენტოში სტუმრობისას, მათ ამომწურავი ინფორმაცია მიეწოდათ საქართველოს ეკონომიკური შესაძლებლობების, ქვეყანაში არსებული საინვესტიციო გარემოსა და დაგეგმილი რეფორმების შესახებ. აშშ-ის სავაჭრო მისიაში წარმოდგენილი კომპანიებისა და 25-მდე ქართული კომპანიის წარმომადგენლებს შორის ასევე იმართება ორმხრივი საქმიანი შეხვედრები. ქ. თბილისის მერიაში გამართულ შეხვედრაზე კი საუბარი შეეხო ქალაქში სამეწარმეო საქმინობის განვითარების საკითხში გამოცდილების გაზიარებას და საუკეთესო პრაქტიკის ურთიერგაცვლას. აღნიშნული ვიზიტი ეკონომიკური დიპლომატიის ფარგლებში აშშ-ში საქართველოს საელჩოსა და საგარეო საქმეთა სამინისტროს ძალისხმევით განხორციელდა.
|
რედაქტორის რჩევით
რატომ ასამარებს ივანიშვილის რეჟიმი საქართველოს განათლების მყიფე რეპუტაციას, ბარიერები უცხოელი სტუდენტებისთვის
პოლიციის მიერ გორში ნაცემ ახალგაზრდებს საქმეზე საუბარი შანტაჟით აუკრძალეს, გაუთქმელობაზე მოაწერინეს ხელი ადვოკატსაც
ომი უკრაინაში
უკრაინაში რუსული არმია დღეში 300 ადამიანს კარგავს
რუსეთის არმიამ ხარკოვი დრონებითა და რაკეტებით დაბომბა, სამი ადამიანი დაიღუპა და 20-ზე მეტი დაშავდა.
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
ივანიშვილის პარლამენტში თავისუფალი და კრიტიკული მედიის და ჟურნალისტების აკრედიტაცია შეუძლებელი ხდება
დღის თემა
რატომ ასამარებს ივანიშვილის რეჟიმი საქართველოს განათლების მყიფე რეპუტაციას, ბარიერები უცხოელი სტუდენტებისთვის
მთავარი თემა
|


ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან



epn.ge (@expressnews.ge)