|
2016-09-13 13:57:53, 694 ნახვა
პოლიტიკა
პრემიერი: საქართველო მართლაც გახდება თანამედროვე ქვეყანა, სადაც ყველა ოჯახში კეთილდღეობა მივა
„ საქართველო გახდება მართლაც თანამედროვე ქვეყანა, სადაც ყველა ოჯახში მივა კეთილდღეობა, - ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა, გიორგი კვირიკაშვილმა ქედის მოსახლეობასთან შეხვედრისას განაცხადა, სადაც „ქართული ოცნება - დემოკრატიული საქართველოს“ მაჟორიტარი დეპუტატობის კანდიდატები პარლამენტსა და აჭარის უმაღლეს საბჭოში - ანზორ ბოლქვაძე და ხვიჩა შარაშიძე წარადგინა. პრემიერმა გასული ოთხი წლის განმავლობაში განხორციელებულ ცვლილებებზე დეტალურად ისაუბრა, ასევე განსაკუთრებით აღნიშნა კანონი მაღალმთიანი რეგიონების განვითარების შესახებ, რომელიც მაღალმთიან რეგიონებში მცხოვრები მასწავლებლებისთვის, ექიმებისთვის, ექთნებისთვის დაკერძო სექტორის წარმომადგენლებისთვის შეღავათებს ითვალისწინებს. „ჩვენს ზოგიერთ ოპონენტს, რომელმაც არ დაუჭირა მხარი მთის კანონს, ნამდვილად არ უნდა ჰქონდეს მორალური უფლება, რომ თუნდაც აჭარის მაღალმთიანეთში ითხოვოს მხარდაჭერა”, - განაცხადა პრემიერ-მინისტრმა. გიორგი კვირიკაშვილის თქმით, მომავალი 4 წელი, განვითარების გეგმებით გაცილებით საინტერესო და დატვირთული იქნება. როგორც „ქართული ოცნება - დემოკრატიული საქართველოს“ თავმჯდომარემ აღნიშნა, ფუნდამენტური რეფორმები იგეგმება, განათლების სისტემაში, მმართველობასა და ინფრასტრუქტურაში. „პედაგოგი საქართველოში უნდა იყოს გაცილებით უფრო დაფასებული. მაშინ, როდესაც საქართველოს ძალიან უჭირდა, როდესაც ბავშვები მთიან რეგიონებში, სოფლიდან სოფლად ფეხით მიდიოდნენ სკოლაში, ჩვენი მასწავლებლები, თავიან მოწაფეებთან ერთად, აი ამ გაჭირვებში უზრუნველყოფდნენ განათლების უწყვეტობას. არ შეიძლება, მათ ეს არ დავუფასოთ. სწორედ ამიტომ, ჩვენ დავნიშნეთ მაღალმთიან სოფლებში ავტობუსები, რათა ბავშვებმა ფეხით აღარ იარონ სკოლებში. სწორედ ამიტომ, ჩვენ, მომავალი წლიდან, ვზრდით მასწავლებლის ხელფასს და საშუალო ხელფასი 800 ლარი გახდება საქართველოში. სწორედ ამიტომ, ჩვენ გადავსინჯავთ უმაღლესი განათლების პრიორიტეტებს და ჩვენი ახალგაზრდები აღარ ისწავლიან იმ პროფესიების მიმართულებით, რომლებიც ნაკლებად საჭიროა და შეისწავლიან იმ პროფესიებს, რომლებიც უფრო მეტად არის საჭირო საქართველოში”, - განაცხადა პრემიერ-მინისტრმა. საქართველოს ფიზიკური რეალობის შემცვლელ პროგრამას უწოდებს მთავრობის მეთაური ინფრასტრუქტურულ პროექტებს, რომელთა განხორციელება მომავალი ოთხი წლის განმავლობაში იგეგმება. გიორგი კვირიკაშვილის თქმით, ამ პერიოდში, ყველა მნიშვნელოვანი მაგისტრალი, როგორც ავტობანები, ასევე ტურისტული და რეგიონებთან დამაკავშირებელი გზები დასრულდება. პრემიერის ინფორმაციით, უახლოეს მომავალში იწყება ხულო-ადიგენის გზის მშენებლობა; თანამედროვე სტანდარტების შესაბამისი იქნება ბათუმიდან აჭარის მაღალმთიანეთთან . დამაკავშირებელელი გზაც; ასევე, აქტიურად გაგრძელდება გაზიფიცირებისა და წყალმომარაგების პროექტები. (NS)
ევროკავშირი სანქციებსა და ვიზების შეზღუდვებს ამზადებს, რათა რუსებმა გლობალურ სპორტში დაბრუნება ვერ შეძლონ
ხაბეიშვილი - ვცდილობ სიმართლე გითხრათ: დაყენებული სახეები, ფონად წიგნები და ხალხის დაშტერება, მოტყუება, რომ ჩვენი ბედი ბრიუსელში ან “აშხაბადში” წყდება
სიძულვილით გამორჩეული სამხარაძის მევიოლინე მამას 4 ქალაქში კონცერტისთვის ბიუჯეტიდან 164 750 ლარს გადაუხდიან
საპატრიარქო შეშფოთებულია აზერბაიჯანში ქართულ ტაძარში მიმდინარე სამუშაოებით
|
რედაქტორის რჩევით
აგვისტოში, საარსებო შემწეობის მიმღებთა რიცხვი კიდევ 6500-ით შემცირდა,- რეჟიმი ხალხს შემწეობას აღარ უხდის
როგორ ემსახურება კრემლს ივანიშვილი და მისი მარიონეტები, პატიმრების რუსეთში ექსტრადირების განახლებით
ომი უკრაინაში
კიევზე რუსეთის საჰაერო დარტყმების შედეგად ორი ადამიანი დაიღუპა და რვა დაშავდა
ზაპოროჟიეში დამპყრობლებმა სავაჭრო ცენტრებსა და მაღალსართულიან შენობებს შეუტიეს, 5 ადამიანი დაშავდა
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
აგვისტოში, საარსებო შემწეობის მიმღებთა რიცხვი კიდევ 6500-ით შემცირდა,- რეჟიმი ხალხს შემწეობას აღარ უხდის
მთავარი თემა
|


ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან



epn.ge (@expressnews.ge)