|
2016-09-13 13:01:46, 639 ნახვა
პოლიტიკა
უსუფაშვილი: უშიშროების საბჭოს მდივანი ჭკუადამჯდარი, სერიოზული და გამოცდილი ადამიანი უნდა იყოს
საქართველოს პარლამენტის თავმჯომარის დავით უსუფაშვილის თქმით, ეროვნული უშიშროების საბჭოს მდივანი ჭკუადამჯდარი, სერიოზული და გამოცდილი ადამიანი უნდა იყოს. როგორც უსუფაშვილმა მედიასთან შეხვედრაზე განაცხადა, პრეზიდენტ გიორგი მარგველაშვილს ამ საკითხთან დაკავშირებით მასთან არ უსაუბრია. „უშიშროების საბჭოს ისეთი მდივანის დანიშვნას ვისურვებდი, რომელიც ნორმალურად ფუნქციონირებას შეძლებს იმ ვითარებაში, რომელშიც ვიმყოფებით. იმედი მაქვს, უარესი გავლილი გვაქვს. უშიშროების საბჭო ძალიან სერიოზული ორგანოა და მისი მდივანი სერიოზული, ჭკუადამჯდარი, გამოცდილი, სიტყვამოვლილი და პოლიტიკურ კამპანიებში ნაკელბად ჩართული ადამიანი უნდა იყოს. ეს საკითხი პრეზიდენტის პრეროგატივაა. მას ჩემთან ამ თემაზე არ უსაუბრია. როგორც ვიცი, შეიძლება დაინიშნოს უშიშროების საბჭოს სხდომა, შესაძლოა ჩემს გარეშე გადაწყდეს ეს მნიშვნელოვანი საკითხი, რადგან უცხოეთში მივემგზავრები“, - განაცხადა დავით უსუფაშვილმა.
რომის პაპი ჟურნალისტებს - მიხარია, რომ აქ ხართ, კარგი გაშუქება ყველგან და ყველასთვის მნიშვნელოვანია
თიბისი კონცეპტის მხარდაჭერით ამირ კაკაბაძის საიუბილეო წიგნი გამოიცა
Transparency International Georgia - მიხეილ სააკაშვილის სახელი შეტანილი იქნება ჩვენი ორგანიზაციის მიერ შედგენილი პოლიტიკური პატიმრების სიაში
რუსეთი სამშენებლო კომპანიების გაკოტრების ტალღამ მოიცვა
|
რედაქტორის რჩევით
აგვისტოში, საარსებო შემწეობის მიმღებთა რიცხვი კიდევ 6500-ით შემცირდა,- რეჟიმი ხალხს შემწეობას აღარ უხდის
როგორ ემსახურება კრემლს ივანიშვილი და მისი მარიონეტები, პატიმრების რუსეთში ექსტრადირების განახლებით
ომი უკრაინაში
კიევზე რუსეთის საჰაერო დარტყმების შედეგად ორი ადამიანი დაიღუპა და რვა დაშავდა
ზაპოროჟიეში დამპყრობლებმა სავაჭრო ცენტრებსა და მაღალსართულიან შენობებს შეუტიეს, 5 ადამიანი დაშავდა
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
აგვისტოში, საარსებო შემწეობის მიმღებთა რიცხვი კიდევ 6500-ით შემცირდა,- რეჟიმი ხალხს შემწეობას აღარ უხდის
მთავარი თემა
|


ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან



epn.ge (@expressnews.ge)