|
2016-09-12 14:12:21, 707 ნახვა
საზოგადოება
დიმიტრი ქუმსიშვილი ქუთაისის საუნივერსიტეტო ქალაქის პროექტის პრეზენტაციას დაესწრო
„ეს არის ნაბიჯი, რომელიც მოგვცემს შესაძლებლობას, ჩვენს ქვეყანაში შეიქმნას ახალი განათლებისა და ტექნოლოგიური განვითარების ძალიან დიდი კერა“ - ასე შეაფასა მედიასთან საუბრისას პირველმა ვიცე-პრემიერმა საუნივერსიტეტო ქალაქის მშენებლობის პროექტი, რომელიც ფონდ „ქართუს“ დაფინანსებით ქუთაისში განხორციელდება. ქუთაისის საუნივერსიტეტო ქალაქის მშენებლობა საქართველოში ერთ-ერთი ყველაზე გრანდიოზული პროექტია. 60 000 სტუდენტზე გათლილი, 1 მილიონი კვ/მ ფართის მეგაკომპლექსი 140 ჰექტარზე გაშენდება. როგორც პრეზენტაციაზე ითქვა, საუნივერსიტეტო ქალაქში საფუძველი ჩაეყრება განათლების, მეცნიერებისა და ქვეყნის ინტელექტუალური რესურსების სრულიად ახალ სტანდარტებს. მილიარდი ევროს ღირებულების სამეცნიერო-საგანმანათლებლო მეგაპროექტს მთლიანად ფონდი „ქართუ”აფინანსებს. „მინდა დიდი მადლობა გადავუხადო ფონდ „ქართუს“ და ბიძინა ივანიშვილს, რომლის დაფინანსებითაც განხორციელდება ერთი მილიარდი ევროს ოდენობის ინვესტიცია ქალაქ ქუთაისში. ეს არის ძალიან წინგადადგმული ნაბიჯი, ეს არის ნაბიჯი, რომელიც მოგვცემს შესაძლებლობას, რომ ჩვენს ქვეყანაში შეიქმნას ძალიან დიდი კერა ახალი განათლებისა და ტექნოლოგიური განვითარების. ამავე დროს, ძალიან მნიშვნელოვანია, აქ შეიქმნას რეგიონალური ცენტრი, რადგან მოგეხსენებათ, რომ სტუდენტები, რომლებიც აქ ისწავლიან, აუცილებლად გახდებიან ჩვენი ელჩები მას მერე, რაც თავიანთ ქვეყნებში დაბრუნდებიან“ - განაცხადა დიმიტრი ქუმსიშვილმა. როგორც პერეზენტაციაზე ითქვა, საუნივერსიტეტო ქალაქში განლაგებული ტექნოლოგიური უნივერსიტეტის მეშვეობით ქვეყანაში შეიქმნება ადგილობრივი, მაღალკვალიფიციური კადრების ბაზა საქართველოს ეკონომიკის განვითარებისთვის აუცილებელი ყველა დარგის მიმართულებით. შეიქმნება რეგიონალური საგანმანათლებლო-სამეცნიერო მნიშვნელობის ჰაბი, რომელიც ამერიკული და ევროპული სტანდარტის უმაღლესი განათლების მიღების შესაძლებლობას მისცემს ქართველ და უცხოელ სტუდენტებს. გამოგონებები და ინოვაციები, ისევე როგორც გამოყენებითი მეცნიერებები, ინტერდისციპლინარული პროგრამები და კვლევები შექმნის მათ კომერციალიზაციის და ცოდნაზე დაფუძნებული ეკონომიკის განვითარების საუკეთესო პირობებს. ქუთაისის საუნივერსიტეტო ქალაქი კავკასიის რეგიონში უდიდესი და ყველაზე თანამედროვე სამეცნიერო-საგანმანათლებლო ცენტრი იქნება. (NS)
ზელენსკი - პუტინი „ნულოვანი პაციენტია“, რომელიც ომის იდეას მთელ მსოფლიოში ავრცელებს
გარდაიცვალა პუტინისტი და უკრაინული შოუ „X-ფაქტორის“ ყოფილი მოსამართლე სერგეი სოსედოვი
ირანის საგარეო საქმეთა მინისტრმა ევროპა გააფრთხილა აშშ-სა და ისრაელის მხარდაჭერის შედეგების შესახებ
ზელენსკიმ გაეროს გენერალური ასამბლეის ტრიბუნიდან რუსეთს ენერგეტიკულ სექტორზე საპასუხო დარტყმებით დაემუქრა
|
რედაქტორის რჩევით
აგვისტოში, საარსებო შემწეობის მიმღებთა რიცხვი კიდევ 6500-ით შემცირდა,- რეჟიმი ხალხს შემწეობას აღარ უხდის
როგორ ემსახურება კრემლს ივანიშვილი და მისი მარიონეტები, პატიმრების რუსეთში ექსტრადირების განახლებით
ომი უკრაინაში
ზაპოროჟიეში დამპყრობლებმა სავაჭრო ცენტრებსა და მაღალსართულიან შენობებს შეუტიეს, 5 ადამიანი დაშავდა
კიევის რეგიონში რუსული თავდასხმის შედეგად დედა და ორი მცირეწლოვანი ბავშვი დაიღუპა, ხოლო კიდევ ერთი დედა-შვილი დაიჭრა
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
აგვისტოში, საარსებო შემწეობის მიმღებთა რიცხვი კიდევ 6500-ით შემცირდა,- რეჟიმი ხალხს შემწეობას აღარ უხდის
მთავარი თემა
|


ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან



epn.ge (@expressnews.ge)